დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

ქართველმა მეზღვაურებმა ხმელთაშუა ზღვაში 12 ადამიანი ცეცხლწაკიდებული გემიდან გამოიყვანეს 09.04.2020 21:54

ქართველმა მეზღვაურებმა ხმელთაშუა ზღვაში 12 ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინეს. როგორც საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, გადარჩენილებიც და მაშველებიც უვნებლები არიან. „გემ BELLATRIX-ის 12 მეზღვაურის გადასარჩენად სამაშველო ოპერაციაში პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემის ARIFE-ს ეკიპაჟის 12 წევრი, მათ შორის, 6 ქართველი მონაწილეობდა. გადარჩენილებიც და მაშველებიც უვნებლები არიან“,- იტყობინება საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო.

 

„გუშინ გაჩნდა ხანძარი გემზე "BELLATRIX", საბედნიეროდ, მსხვერპლის გარეშე. ჩატარდა სამაშველო ოპერაცია, ჩვენს გემზე ამოყვანილი იქნა ეკიპაჟის 12-ვე წევრი. მადლობა ღმერთს, მსხვერპლის გარეშე ჩაიარა გუშინდელმა ღამემ“, წერს სოციალურ ქსელში გიორგი თუშმალიშვილი და ვიდეოს აქვეყნებს.

 

 

იხილეთ ვიდეო:

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ