საქართველოში ახალი კორონავირუსისგან უკვე 51 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ ვებ-გვერდზე STOP.GOV.GE-ზე არის განთავსებული. ამავე მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულია 218 ადამიანი; გარდაცვლილია 3 პაციენტი; კარანტინის რეჟიმშია - 4722 ადამიანი; სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშაა - 408 მოქალაქე.
ავტორ(ებ)ი :