დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6711

EUR 2.8453

„საერთაშორისო პარტნიორები საქართველოში მოსალოდნელ ფინანსურ კრიზისზე საუბრობენ“ 10.04.2020 12:58

 

ამერიკულ მასმედიაში ყურადღება ეთმობა საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევას კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლაში და ეკონომიკური ზარალის თავიდან აცილებაში. რადიო „ამერიკის ხმა“ აქვეყნებს ვრცელ მასალას სათაურით „საერთაშორისო პარტნიორები საქართველოში მოსალოდნელ ფინანსურ კრიზისზე საუბრობენ“. მასში საუბარია ღია წერილზე, რომელიც საერთაშორისო საფინანსო პარტნიორებმა - სავალუტო ფონდმა, მსოფლიო ბანკმა და ა.შ. საქართველოს მთავრობას გაუგზავნეს. ისინი აღნიშნავენ, რომ  ახალი კორონავირუსის COVID19-ის პანდემიის ფონზე მსოფლიოში და, შესაბამისად, საქართველოშიც მძიმე ეკონომიკურ პრობლემებია მოსალოდნელი. განსაკუთრებით დაზარალდება ტურიზმის სფერო.


ღია წერილზე ხელმომწერების განცხადებით, საქართველოს მთავრობა ეფექტურ ნაბიჯებს დგამს პანდემიასთან მიმართებაში და მას კარგად მომზადებული შეხვდა. თუმცა, წერილის ხელმომწერები ასევე ამბობენ, რომ რადგან ქვეყნის ეკონომიკა გარკვეულწილად მაინც დაზარლდება, დაგეგმილი აქვთ საქართველოში დიდი მოცულობის ინვესტიციები ჩადონ და ქვეყანას ფინანსური დახმარება გაუწიონ.


წყარო: https://www.amerikiskhma.com/a/georgia-coronavirus-/5365928.html

მოამზადა სიმონ კილაძემ

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ