დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6711

EUR 2.8453

„საქართველო - პირველი ევროპული მეგობარი ქვეყანა, რომელმაც პოსტბრექსითულ ბრიტანეთს მხარი დაუჭირა“ 10.04.2020 13:08

ბელგიის გაზეთ «New Europe»-ს დღევანდელ, 10 აპრილის ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „საქართველო - პირველი ევროპული მეგობარი ქვეყანა, რომელმაც პოსტბრექსითულ ბრიტანეთს მხარი დაუჭირა“ (ავტორი - ჯეფრი ვან-ორდენი).


„კორონავირუსის პანდემია ევროპის ქვეყნების ურთიერთობაში ცვლილებებს შეიტანს. ბრიტანეთს ბევრი მეგობარი ჰყავს მსოფლიოში, მათ შორის ნატოელი პარტნიორები, ევროკავშირშიც, მას მხარს უჭერენ თანამეგობრობის წევრები, მაგრამ ლონდონმა არ უნდა დაივიწყოს სხვა ქვეყნებიც, რომლებიც ევროპისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან აღმოსავლეთის ფლანგზე მდებარეობენ, მათ შორის საქართველო“, - ნათქვამია მასალაში და ხაზგასმულია, რომ ეს სამხრეთკავკასიური სახელმწიფო ნატოს ერთგულ პარტნიორ ქვეყანას წარმოადგენს. საქართველო ნატოს ეგიდით მიმდინარე მრავალ ოპერაციაში მონაწილეობს. გარდა ამისა, საქართველომ მრავალი დასავლური რეფორმა განახორციელა და მისი ეკონომიკა ბოლო წლებში აღმავალი ხაზით ვითარდებოდა.


ახლა როცა ბრიტანეთი ევროკავშირიდან გადის და კვლავ არადგინა სრული კონტროლი თავის საგარეო ურთიერთობებზე, მას შეუძლია თავის მეგობრებსაც მიხედოს და გამოცდილება გაუზიაროს. საქართველო იყო პირველი ჩვენი მეგობრებიდან, რომელმაც დიდი ბრიტანეთს ბრექსიტის შემდეგ მხარი დაუჭირა და ახლა მჭიდრო პარტნიორობისაკენ ისწრაფვის. შესაბამისად, ჩვენი მხრიდანაც კეთილი ნება უნდა გამოვავლინოთ და ურთიერთობა უნდა განვამტკიცოთ საქართველოსთან და მის მეზობლებთან“, - აღნიშნულია  ვრცელ სტატიაში.

 

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: https://www.neweurope.eu/article/georgia-is-the-first-european-friend-to-back-post-brexit-britain/

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ