დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

"მოეშვით აქ აგიტაცია-პროპაგანდას და პროკლამაციების წერას ''მსოფლიო აფიორაში ვართ ჩათრეულები და აზრზე მოვიდეთო!'' - ნანა გაგუა 10.04.2020 15:37

მედიაჰოლდინგ "ჯორჯიან თაიმსის" მთავარი რედაქტორი ნანა გაგუა, ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს:

 

"ერთხელ დავწერე და გავიმეორებ (ბეჭდურ მედიაში ვმუშაობ ათასი წელი! ათასზე მეტი საგაზეთო სტატია მაქვს დაწერილი და სიტყვების მოსაძებნად ჯიბეში ხელის ჩაყოფა ნამდვილად არ მჭირდება!). მოეშვით აქ აგიტაცია-პროპაგანდას და პროკლამაციების წერას ''მსოფლიო აფიორაში ვართ ჩათრეულები და აზრზე მოვიდეთო!''. ანუ რა გამოდის?! იგივე ''მსოფლიო აფიორაში'' არიან ჩართულები ჩვენი კორიფე მედიკოსებიც:ამირან გამყრელიძე, პაატა იმნაძე, თენგიზ ცერცვაძე, მარინა ეზუგბაია, მარინა ენდელაძე და კიდევ უამრავი და თავის ჭკუაზე გვატარებენ და თვალებში გვაყრიან ნაცარს?! და თქვენ ხართ ფიზიკოსებიც და ქიმიკოსებიც! ექთნებიც და რეანიმატოლოგებიც და ''ნობელის პრემიაც'' ჯიბეში გიჭყავით და არ გაგიჭირდათ, ხომ, მათი ''გამოჭერა''?! ცოტა აზრზე მოდით! უაზრო ლეგენდების გავრცელებას თავი დაანებეთ და ხალხს ნუ აბნევთ! თუ საქმე არ გაქვთ, მახათი მოძებნეთ და გამოიყენეთ დანიშნულებისამებრ! ხალხის დაძაბულ და გადაღლილ ნერვულ სისტემაზე თამაშს კი თავი ანებეთ! ახლა ვუყურებ რუსეთის ''პირველ არხს'', სადაც ჯერ კიდევ ორიოდე კვირის წინ მათი ''სუპერ-სტარ'' აგიტატორი-ტელეწამყვანი ალექსანდრ გორდონი სირაქლემას პოზაში იყო წაკუზული და ქადაგებდა ''რუსეთში არაფერი ხდება. კოვიდი არ მოხარშული წაბლიო!''.... ახლა შოკშია იქ დიდიან პატარიანად: ჩაფენილია ''კოვიდით'' და ფილტყვების ორმხრივი ანთებით ჟურნალისტები და ტელეწამყვანები, სახალხო არტისტები და მომღერლები, შოუბიზნესი, რომელიღაც ბაფტისტური ეკლესია და რა ვიცი, ვინ არა?!.... და ეს იმ ფონზე, როცა ორიოდე კვირის წინ ''რუსეთში ვაბშე არაფერი არ ხდებოდა!''... მოკლედ, ახლადგამომცხვარ აგიტატორებს, რომლებიც ''მსოფლიო მაფიას ამხელთ'', გირჩევთ, ენები დაიმოკლოთ და მიყუჩდეთ! ან ზუსტი და უტყუარი ფაქტები დადეთ იმ სიტყვების დასადასტურებლად, რასაც ქაქანებთ! აცადეთ ექიმებს, როგორმე გაგვიყვანონ სამშვიდობოს! და ტვინი ნუ მოტ@@@ანით პოპულისტური და არაკომპეტენტური ქაქანით და ქადაგებებით!! საკუთარ ტყავში დაეტიეთ! და ნუ გამართეთ აქ ''Пир во время чумы'' !!!! და ბოლოს: ვისაც გემცხეთათ და არ გევასეთ, გაიარეთ! შარა გრძელია და ფართო! მეც ყელში ამომიხვედით ეს დღეებია!" - წერს ნანა გაგუა. 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ