დღე: 27

ღამე: 11

USD 2.6729

EUR 2.8469

„ნიუ ჯერსის შტატში, ე.წ პოლიკლინიკაში, რეგისტრაციის დროს ენების ჩამონათვალში ამოვიდა აფხაზური - არის ეს ფაქტი რამე კონფლიქტში ამერიკის საჯაროდ განცხადებულ პოლიტიკასთან?!“ 10.04.2020 22:30

ამერიკაში მცხოვრები ქართველი ფილოლოგი ნინო ჯაფარიძე სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს და საზოგადოებას დახმარებას თხოვს:

 

„გუშინ ჩემმა მეგობარმა, აღშფოთებულმა გადმომიგზავნა სურათი, რომელიც გადაიღო, ნიუ ჯერსის შტატში ე.წ პოლიკლინიკაში “CITI MD”-ში, რეგისტრაციის დროს ენების ჩამონათვალში ამოვიდა აფხაზური... მაინტერესებს, თუ ვინმე ხართ კომპეტენტური, არის ეს ფაქტი რაიმე კონფლიქტში ამერიკის საჯაროდ განცხადებულ პოლიტიკასთან?!“, წერს ნინო ჯაფარიძე.

 

კითხვას გამოეხმაურა ფეისბუკმომხმარებელი თამაზ ლაითაძე: „ენის ძებნაა" და არა ქვეყნის. ენა არსებობს და იარსებებს, რუსებმა თუ არ გააქრეს. მანდ რომ ყოფილიყო ქვეყნების ჩალონათვალი და აფხაზეთი ყოფილიყო, მეც მაგრად გავბრაზდებოდი. როგორც ვატყობ, მხოლოდ ენებია. საქართველოში, აფხაზური ენა ოფიციალურად აღიარებულია როგორც სახელმწიფო ენა, ქართულთან ერთად“, წერს ლაითაძე.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ