დღე: 30

ღამე: 14

USD 2.6728

EUR 2.8532

„სუფთა სახლს“ საგანგებო მდგომარეობის პირობებში მხოლოდ საბითუმო ვაჭრობის უფლება აქვს და შეუძლია, რომ თავისი პროდუქციით სუპერმარკეტები მოამარაგოს 11.04.2020 16:19

ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ „სუფთა სახლს“ საგანგებო მდგომარეობის პირობებში მხოლოდ საბითუმო ვაჭრობის უფლება აქვს და შეუძლია, რომ თავისი პროდუქციით სუპერმარკეტები მოამარაგოს. „სუფთა სახლის“ მაღაზიათა ქსელს საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დროს ეძლევა მხოლოდ საბითუმო ვაჭრობის უფლება. შესაბამისად, კომპანიას აქვს შესაძლებლობა, სხვადასხვა სუპერმარკეტები, რომლებიც აგრძელებენ მუშაობას, ბითუმად მოამარაგოს „სუფთა სახლის" პროდუქციით“, - განუცხადეს „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში „სუფთა სახლის“ მაღაზიების დახურვის შესახებ კომენტირებისას.

 

შეგახსენებთ, 10 აპრილიდან მაღაზიათა ქსელი „სუფთა სახლი“ მთელი საქართველოს მასშტაბით დაიხურა. გუშინ კომპანიას შემოსავლების სამსახურიდან მიუვიდა ოფიციალური შეტყობინება, რომ „სუფთა სახლს" საქმიანობის გაგრძელების უფლება არ ჰქონდა, რადგან ის ვერ მოხვდა იმ კომპანიების ჩამონათვალში, რომლებსაც მთავრობამ საგანგებო მდგომარეობის პერიოდში საქმიანობის გაგრძელების უფლება მისცა. ამჟამად დახურულია „სუფთა სახლის“ 150-ივე ფილიალი.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ