დღე: 27

ღამე: 12

USD 2.691

EUR 2.8756

„21 აპრილისთვის შეიძლება, მოგვიწიოს საგანგებო მდგომარეობის გაგრძელება, თუმცა, ამ გადაწყვეტილების მიღება ჯერჯერობით კონსულტაციების დონეზეა“ 11.04.2020 16:42

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების საკითხი დამოკიდებული იქნება იმ მოცემულობაზე, თუ რა ვითარება იქნება ქვეყანაში 21 აპრილის წინა დღეებში.

 

„საზოგადოებას ყოველდღიურად აქვს ინფორმაცია, თუ რა ტიპის გამოწვევასთან გვაქვს საქმე და თუ როგორია დაინფიცირებულთა ზრდა. მთავრობის მოქმედება არის იმის შესაბამისი, თუ რა კონკრეტული მოცემულობაა. აქედან გამომდინარე, 21 აპრილისთვის სავარაუდოდ, შეიძლება მოგვიწიოს საგანგებო მდგომარეობის გაგრძელება, თუმცა, ამ გადაწყვეტილების მიღება ჯერჯერობით კონსულტაციების დონეზეა. მოგეხსენებათ, რომ არსებობს საკოორდინაციო საბჭო, სადაც წარმოდგენილი არიან მთავრობის წევრები და ჯანდაცვის სისტემის წარმომადგენლები, ასევე საქართველოს პარლამენტის წევრები და აღნიშნული საბჭო წინა დღეებში იმსჯელებს იმ ვითარებაზე, რაც იქნება 21 აპრილამდე და საჭიროების მიხედვით მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება“, - აცხადებს გურამ მაჭარაშვილი. აღნიშნულ კომენტარს საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ