დღე: 24

ღამე: 11

USD 2.6699

EUR 2.845

„ღირსების სასამართლო - ეროვნული მოძრაობა მართული და თავსმოხვეული იყო - ეს 9 აპრილის შემდგომმა მოვლენებმაც დაადასტურა“ 11.04.2020 20:08

ზაურ ნაჭყებიას ბლოგი:

 

"ღირსების სასამართლოდან"...გამსახურდიას ხელისუფლების დამხობამდე! რასაც ახლა დავწერ, შეიძლება ბევრ ჩემს მეგობარს არ მოეწონოს და მკაცრადაც მისაყვედუროს კიდეც, მაგრამ ჯინი ბოთლიდან უნდა ამოვუშვა და საკუთარი მოსაზრება თამამად დავაფიქსირო.( წინასწარ ვაცხადებ:შეიძლება ჩემი შეფასებები მეტ-ნაკლებად აცდენილი იყოსობიექტურ რეალობას, მაგრამ აქვს არსებობის საფუძველი. მითუმეტეს, ამ თემაზე ხშირად მიფიქრია!) ამ დილით კიდევ ერთხელ ვუყურე ე.წ"ღირსების სასამართლოს (უკვე მესამედ, მაგრამ დღეს განსაკუთრებული ყურადღებით - ისე, რომ არა მარტო "სასამართლოს" მსვლელობას, არამედ, მონაწილეთა ჟესტიკულაციებს და საუბრის ტონსაც ვაკვირდებოდი) და სამწუხარო დასკვნამდე მივედი:

 

კერძოდ: 1'ეროვნული მოძრაობა ჩანასახშივე იყო განწირული გასახლეჩად და მოძრაობის შიგნით დაპირისპირებულ ჯჯუფებად დასაყოფად, რომელმაც დააჩქარა კიდეც გამსახურდიას ხელისუფლების დამხობა!

2.რაც არ უნდა უარვყოთ, ფაქტია: ეროვნული მოძრაობა ცარიელ ნიადაგზე არ აღმოცენებულა-ეროვნული თავისუფლების იდეა შემოგდებული იყო ამერიკის სპეცსამსახურების მიერ და მას პირდაპირ თუ ირიბად (ყოველ შემთხვევაში ბოლო წლებში) ხელს უწყობდა საბჭოთა " კგბ", რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის საბჭოთა იმპერიის ჯერ დასუსტებაში, შემდეგ კი საბოლოოდ მის დაშლაში (არავინ მითხრას, "'კგბ"'-ს წაყრუების გარეშე ეს მოხდებოდა)!

3." ღირსების სასამართლომ"აშკარად აჩვენა,რომ ერთ დროს საერთო ეროვნული იდეის გარშემო გაერთიანებული ლიდერები ყველანაირად ცდილობდნენ ერთმანეთის დისკრედიტაციას, რომლის ეფექტური იარაღი " კგბ"-ს აგენტობის დაბრალება იყო (თუმცა,მე დღესაც არ ვიცი,ვინ იყო და ვინ არ იყო "კგბ"-ს აგენტი!).

4.როგორც ჩანს," ღირსების სასამართლოს" მიზანი ურთიერთდაპირისპირების ახალი ტალღის აგორება იყო-სხვანაირად, ასეთი ისტერიის ატეხვა იმის გასარკვევად, ნამდვილად დააბრალა თუ არა ზვიად განსახურდიამ ზაქარია ლაშქარაშვილს " კგბ"-ს აგენტობა და ნამდვილად იყო თუ არა ზაქარია ლაშქარაშვილი "კგბ-ს აგენტი, ამის "სასამართლოზე" გატანა ჭიქაში ქარიშხლის ატეხვას უფრო ჰგავს, ვიდრე აგენტობის (აგენტის) მხილებას. მითუმეტეს, მეორე ('გამსახურდიას) მხარისთვის ცოცხალი მოწმეების " ჩვენებაც" საკმარისი არგუმენტი არ აღმოჩნდა სიმართლეში გასარკვევად.

5."ღირსების სასამართლო"არ ტოვებს პოლიტიკოსთა (არადა, იქ ხშირად გაისმის " ჩვენ, პოლიტიკოსები") თავყრილობის განცდას-არ იგრძნობა, რომ იგი სიმართლის დასადგენად და "მოღალატის" სამხილებლად არის მოწვეული-უფრო ძველბიჭურ გარჩევას ჰგავს " შუბლს გაგიხვრიტავ"' ( გიორგი ჭანტურია- ზურაბ ჭავჭავაძეს) და სხვა უხამსი, ბინძური ჟარგონებით!

6. " სასამართლო"'არ იძლევა საშუალებას, გაარკვიო, ვინ მტყუანია და ვინ მართალი. ზედაპირული დაკვირვებაც მოწმობს, რომ ორივე მხარეს ერთმანეთი სძულთ და მათი შერიგება ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის იდეასაც არ ძალუძს!

7."სასამართლომ" ნათლად დაადასტურა, რომ ეროვნული მოძრაობის არც ერთ ლიდერს არ გააჩნია სახელმწიფოს მართვისთვის აუცილებელი თვისებები-იგულისხმება, როგორც მათი ფსიქიკური შრე, ასევე, პოლიტიკოსისთვის აუცილებლად დამახასიათებელი მოსმენის კულტურისა და თმენის ვალდებულების აუცილებლობა.(შედარებით ღირსეულად გამოიყურებოდა ზურაბ ჭავჭავაძე ). აშკარაა, რომ ორივე მხარე ყველა ხერხებით მზადაა ერთმანეთის ჩასაძირად.

8.რაც არ უნდა პრეტენზიები გვქონდეს აკაკი ბაქრაძესთან , როგორც პოლიტიკოსთან,ყველაზე ღირსეულად იგი გამოიყურება. მან დინჯად, ადგილზევე დაუსვა დიაგნოზი დაპირისპირებულ მხარეებს და ღიად განუცხადა, რომ ასეთი ზიზღით და ურთიერთბრალდებებით მხოლოდ ეროვნულ მოძრაობას ასუსტებდნენ და საბოლოოდ ასამარებდნენ-მათ შორის მტყუან -მართალი კი ასეთი ისტერიის პირობებში არასდროს გაირკვეოდა. ვიქნები სუბიექტური და ვიტყვი: მე.პირადად, აკაკი ბაქრაძე მომწონდა, როგორც ჰუმანისტი, ნიჭიერი მწერალი და კრიტიკოსი, ვიდრე პოლიტიკოსი-მასაც არ გააჩნდა სახელმწიფოს მმართველისთვის აუცილებელი თვისებები...

9. სასამართლოზე აშკარად ჩანს, რომ ეროვნული მოძრაობის ლიდერები ვიღაცისგან სათანადო დირექტივებს იღებდნენ, რომლის მიზანი ნამდვილად არ იყო ერთიანი ეროვნულ-განმათავისუფლებელი კონცეფციის შექმნა და მტკიცე(ერთიანი) ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ფორმირება! აშკარად ჩანს ისიც, რომ მაშინდელი "კგბ"ხელს არ უშლიდა ასეთი დონის თავყრილობას, სადაც ეროვნული მოძრაობის ყველა ლიდერი იყო წარმოდგენილი ( გარდა, კოსტავასი). პირიქით, იგი ხელს უწყობდა ეროვნული ძალების დაქსაქსვას. სხვანაირად, ასეთი მასშტაბური შეხვედრა არ გამოეპარებოდა!

10." ღირსების სასამართლოს "'ფონზე უკვე არ მიკვირს სისხლიანი 9 აპრილიც. შეიძლება იმის დაშვებაც, რომ აპრილის აქციებიც მართული პროცესი იყო. სხვანაირად, ეროვნული მოძრაობის ლიდერებს უნდა სცოდნოდათ, რომ სისხლიანი იმპერია, რომელიც სულს ღაფავდა, ამ აღტკინებას ( ურჩობას) საქართველოს არ აპატიებდა! პროცესები რომ მართული იყო და მოსალოდნელი შედეგებიც წინასწარ გააზრებული(სისხლიან კალოს ვგულისხმობ), იქიდანაც ჩანს, რომ, როცა საქართველოს კათოლიკოს -პატრიარქმა მომიტინგეებს დაშლისკენ მოუწოდა და მოსალოდნელი განსაცდელი აუწყა, ეროვნული მოძრაობის ლიდერები ამ მოწოდებას არ დაემორჩილნენ ( რა მნიშვნელობა აქვს, ვინ გამოგლიჯა პატრიარქს ხელიდან მიკროფონი) და ხბოს აღტაცებისგან ეგზალტირებული(გაბრუებული) ხალხი გამძვინვარებულ სალდაფონებს შეატოვა! დღემდე არ მაქვს პასუხი კითხვაზე: რატომ არ ჩამოსცვენიათ თმის ღერი აქციის მამამთავრებს, როცა უდანაშაულო მომიტინგეები სასტიკად დაასახიჩრეს და სისხლის კალო მოაწყვეს რუსთაველის გამზირზე?! ყალბია იმის მტკიცებაც, რომ 9 აპრილმა მოიტანა საქართველოს დამოუკიდებლობა და დააჩქარა საბჭოთა იმპერიის დაშლა-ეს ვერსია აწყობთ აქციის ორგანიზატორებს და მათ გულუბრყვილო მხარდამჭერებს, თორემ 1989 წელს საბჭოთა იმპერია ისედაც სულს ღაფავდა და საქართველოც ისეთივე დამოუკიდებელი გახდებოდა, როგორც საბჭოთა კავშირის შემადგელობაში. შემავალი დანარჩენი 14 სახელმწიფო! ამდენად, 9 აპრილი არა მარტო შეცდომა იყო...ჩვენ სამაგალითოდაც დავისაჯეთ და რუსული " დათვიც"'ისე გადავიმტერეთ, როცა მოეპრიანება, ყოველთვის ცდილობს ჩვენი ურჩობა შეგვახსენოს და კუთხეში მიგვიმწყვდიოს! გვინდა, არ გვინდა, ეს რეალობაა!

11.ეროვნული მოძრაობა რომ მართული და თავსმოხვეული იყო, ეს 9 აპრილის შემდგომმა მოვლენებმაც დაადასტურა, როცა ნაცვლად ერთად შედუღაბებისა, იგი ",,მრგვალ მაგიდად" და "ეროვნულ კონგრესად" დაიშალა, რომელსაც მისი საბოლოო გახლეჩა მოჰყვა. გამსახურდიას ხელისუფლების დამხობაში გარეშე ძალებთან ერთად ლომის წილი სწორედ " ეროვნულ კონგრესში" გაერთიანებულმა ძალებმა შეიტანეს!

12.ნიშანდობლივია ისიც, რომ პუტჩი არ იყო მარტო რუსული სპეცსამსახურებისა და ადგილობრივი პუტჩისტების თანამშრომლობის შედეგი. გამსახურდიას ხელისუფლება ყელში გაეჩხირა ამერიკასაც- დიახ, ერთ დროს ამერიკელებისგან მხარდაჭერილი ეროვნული ხელუსუფლება, როგორც მოსალოდნელი იყო, ამერიკელებმაც გაწირეს!!!

13." ღირსების სასამართლომ"'კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ ზვიად გამსახურდია არ უნდა მოსულიყო საქართველოს პრეზიდენტად-არა იმიტომ, რომ მას საქართველო არ უყვარდა, არამედ, იმიტომ, რომ სახელმწიფოს მართვისთვი(სახელმწიფოს მეთაურისთვის) აუცილებელი თვისებები არ ჰქონდა! მეტს არ გავაგრძელებ...

 

p.$. ვისაც "ღირსების სასამართლო "-სთვის არ უყურებია, შეუძლია იხილოს და თვითონვე შეიქმნას საკუთარი აზრი, რამდენად ობიექტურია ჩემი შეფასებები. რაც შეეხება ოპონენტებს, სიამოვნებით ჩავერთვები დისკუსიაში, ოღონდ, სათანადო კამათის კულტურის დაცვით და მყარი არგუმენტებით.

 

 

 

იხილეთ ვიდეო:

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ