დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6728

EUR 2.8532

"თუ მე საფრთხის იგნორირება მოვახდინე, მაშინ ყალბი ამბების ოპოზიციური პარტია რატომ მაკრიტიკებდა, როცა ჩინეთთან მიმოსვლა ავკრძალე?" 13.04.2020 11:20

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი უარყოფს მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მან ექსპერტების გაფრთხილებები კორონავირუსთან დაკავშირებით არ გაითვალისწინა.

 

„თუ ყალბი ამბების ოპოზიციური პარტია მთელი მონდომებით აცხადებს, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა ინგორირება მოახდინა საფრთხის, მაშინ რატომ მაკრიტიკებენ ისინი და მედია, რომ ჩინეთთან მიმოსვლა ავკრძალე? ისინი ამბობდნენ ადრეა და აუცილებელი არ არის. კორუმპირებული მედია!“ - დაწერა ტრამპმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე.

 

პრეზიდენტმა აღნიშნული განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც “ნიუ იორკ თაიმსმა“ დაწერა, რომ ექიმი ენტონი ფაუჩი და სხვა ოფიციალური პირები, დონალდ ტრამპს აფრთხილებდნენ თებერვლის დასაწყისში, რომ პანდემიის თავიდან აცილების მიზნით, მკაცრი ზომები უნდა გატარებულიყო.

 

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ CNN-ის მიერ დასმულ შეკითხვას, რამდენად გაითვალისწინა თეთრმა სახლმა ექსპერტების გაფრთხილებები, ექიმა ფაუჩიმ უპასუხა: „იცით, მე ბევრჯერ ვთქვი, რომ ჩვენ ამ საკითხს წმინდად ჯანდაცვის კუთხიდან ვუყურებთ. ჩვენ რეკომენდაციებს გავცემთ. ხშირად, ამ რეკომენდაციებს ითვალისწინებენ. ხანდახან - არა. ეს არის რაც არის. არავინ უარყოფს, შეზღუდვები უფრო ადრე რომ ყოფილიყო დაწესებული, ადამიანები გადარჩებოდნენ“.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ