დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6711

EUR 2.8453

როგორ ვრცელდება პოსტსაბჭოთა სახელმწიფოებში კორონავირუსი - მიმოხილვა 13.04.2020 12:08

რუსეთის ტელეკომპანია „მირ“-მა 12 აპრილის საღამოს ეთერში გადასცა მიმოხილვა პოსტსაბჭოთა სახელმწიფოებში კორონავირუსის გავრცელებასა და მასთან ბრძოლის შესახებ. ვრცელ ტელესიუჟეტში საქართველოს შესახებ ჟურნალისტი მიხეილ რობაქიძე საუბრობს.


გთავაზობთ ამონარიდს:


„საქართველოში კორონავირუსთან ბრძოლის ფონდი შექმნეს, რომელშიც ყოველ მოქალაქეს შეუძლია ფულის გადარიცხვა. ბოლო დროს ფონდი უეცრად დიდი თანხით - ასი მილიონი ლარით შეივსო. ყველას აინტერესებდა, თუ ვინ იყო ის კეთილი ადამიანი, რომელმაც ესოდენ მნიშვნელოვანი თანხა გაიღო. როგორც გაირკვა, ქველმოქმედება მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ ლიდერმა, ექს-პრემიერმა და მილიარდერმა ბიძინა ივანიშვილმა გასწია.

გარდა ამისა, ქართველმა პოლიტიკოსებმა - პარლამენტისა და მთავრობის წევრებმა, ასევე პრეზიდენტმა განაცხადეს, რომ ფონდში ხელფასის ერთ მესამედს გადარიცხავენ. დღეს ასევე ძალზე აქტუალურია მრევლის ეკლესიებში სირულის საკითხი. პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ტელევიზიით გამოსვლისას ყველას მოუწოდა, რომ სახლში უნდა დარჩნენ და შეძლებისდაგვარად სააღდგომო წირვა-ლოცვას არ დაესწრნონ. „არ მახსოვს, რომ სააღდგომო ლოცვა გამეცდინოს, ტრადიციულად ყოველთვის ეკლესიაში დავდივარ, მაგრამ ახლა სულ სხვა სიტუაციაა - მე, ქვეყნის პრეზიდენტს, კანონის დარღვევა არ შემიძლია“, - განაცხადა სახელმწიფოს მეთაურმა.


ქვეყანაში მოქმედებს კომენდანტის საათი, არ შეიძლება სამზე მეტი ადამიანის შეკრება, თუმცა ქართული ეკლესია ჯერ-ჯერობით ამ წესების შესრულებას არ აპირებს. ამასთან, მრევლი ეკლესიებში სოციალურ დისტანციას იცავს. თბილისში და სხვა დიდ ქალაქებში ქუჩებისა და შენობების დეზინფექცია მიმდინარეობს. კომენდანტის საათის დამრღვევები ბოლო დროს საკმაოდ მომრავლდნენ: პოლიციას უკვე ნახევარ მილიონ ლარზე მეტი ჯარიმები აქვს გამოწერილი“.

 

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო:

https://mir24.tv/articles/16405668/vmeste-protiv-pandemii-kak-boryutsya-s-koronavirusom-strany-sng

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ