დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6711

EUR 2.8453

"რატომ უკვირს ამ ლიბერალი პროვინციალიზმის "ჭაობში" ჩაფლულ ოპოზიციას დაბალი რეიტინგების" 13.04.2020 12:23

ეკონომიკის ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს:

 

"პროვინციალიზმის ჭაობში"


ვან გოგი, დიდი ჰოლანდიელი მხატვარი იყო, რომელმაც ხატვა შედარებით გვიან, 30 წლის ასაკში დაიწყო. მის ნახატებში, უბრალო ადამიანი იყო მთავარი მოქმედი პირი, ხატავდა ბორინაჟის მაღაროელებს, გლეხებს, ხელოსნებს თუ მეთევზეებს და შემდგომშიც სიმარტოვითა და უმწეობით დატანჯულ ადამიანთა ტრაგიკულ სახეები გვხვდება მის შემოქმედებაში. მისი ცნობილი პეიზაჟები და ნათელი ფერები კი პარიზული პერიოდია, სადაც ის განიცდის იმპრესიონისტების დიდი ზეგავლენას. დღეს ვან გოგი ითვლება კრიტიკული რეალიზმისა და პოსტიმპრესიონიოზმის ერთ-ერთ ფუძემდებლად.


მთელ ამ შესავალში საინტერესო ის არის , რომ მისი ფერწერა რატომღაც არ მოსწონდათ იმ დროინდელ "პროდვინუტებს" და პირქუშ და უხეშ სტილს უწუნებდენ, სამაგიეროდ რენუარს და მანეს აღმერთებდენ. ეს დღეს არის მისი ნახატები მილიონები რომ ღის, თორემ მის სიცოცხლეში რაღაც კაპიკებში თუ იყიდებოდა. ამ მართლაც გენიალური ჰოლანდიელი მხატვრის იმპრესარიოც და სპონსორიც მისი ძმა თეო იყო.


ჩვენი საზოგადოების ნაწილის პრობლემა სნობიზმი და გოიმობაა ამ სიტყვის პორდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით. გვარამია რომ კრეატივი და "სვეცკი" ტიპი ჰგონიათ, ხოლო ლევან ბერძენიშვილი ინტელექტუალი.


გუშინ ამ ორი "ქართველი პროდვინუტის" ეთერს ვინც უყურა დამერწმუნება, რომ არც ერთს არაფერი სცხია თანამედროვეობის და არც მეორეს ინტელექტის. ეს იყო ყოვლად მდაბიო, უნიჭო ხუმრობების თუ პოლიტიკური რევერანსების შოუ და მერე რატომ უკვირს ამ ლიბერალი პროვინციალიზმის "ჭაობში" ჩაფლულ ოპოზიციას დაბალი რეიტინგების, ესენი, რომ მეტრები არიან?"- წერს ის.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ