დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6728

EUR 2.8532

საზღვარგარეთ უმუშევრად დარჩენილ საქართველოს მოქალაქეების შემთხვევებს სამინისტრო ინდივიდუალურად განიხილავს 13.04.2020 15:56

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, საზღვარგარეთ მყოფ უმუშევრად დარჩენილ საქართველოსმოქალაქეების ყველა შემთხვევას სამინისტრო ინდივიდუალურად განიხილავს და საელჩოები მუდმივ კომუნიკაციაში არიან ემიგრანტებთან, მათ შორის მათთან ვინც სამსახური დაკარგა.

 

„აუცილებელია, რომ ჩვენ გვქონდეს ზუსტი ინფორმაცია ამ ემიგრანტებისგან, დამსაქმებლებისგან და კონტრაქტების არსებობის შესახებ, რათა გვქონდეს შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი, რომ საქართველოს საელჩოები და საკონსულოები შევიდნენ ამ კომუნიკაციაში ადგილსამყოფელ ქვეყნებთან. ამ მიმართულებით ამ წუთებშიც მიმდინარეობს საქმიანობა და მომავალშიც კოვიდინფექციასთან გამკლავების შემდეგად ჩვენი წარმომადგენლები აქტიურად იქნებიან ჩართულნი,“ - აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ