დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6711

EUR 2.8453

„იტალიაში ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ პატარა საქართველო სამაგალითო გახდა ბევრი ევროპული ქვეყნისთვის და არა მხოლოდ ვირუსთან ბრძოლაში, არამედ, სოლიდარობის გამოვლენაში“ 13.04.2020 20:55

 

ჟურნალისტი ლია ტოკლიკიშვილი: ახლა გამომიგზავნა მეგობარმა Nana Khornauli ჩატში და აქ ვდებ. იტალიაში საქართველოს ჰიმნი. კონკრეტულად რა ხდება, რა მოტივი და ვითარებაა, არ ვიცი, მაგრამ მაინც ვდებ. შეიძლება, ეს ის არის, რითაც ერთ წუთში შეიძლება გაგიცნოს და გაღიაროს მსოფლიომ?“

 

ჟურნალისტი ელისო კავილაძე, რომელიც ამჟამად იტალიაში ცხოვრობს:ზუსტად არ ვიცი, როდის გადაღებულია, მაგრამ აქ რომ ხმა ისმის, ამბობს, რომ ამ საღამოს ყველას ჰიმნს მოვისმენთ და შემდეგი საქართველოს ჰიმნიაო. და ჩვენი ჰიმნის შემდეგ სხვას აცხადებს. ძალიან მადლიერები არიან იტალიელები ჩვენი. მომვლელებსაც კი განსაკუთრებით გადაუხადეს მადლობა, ყველაზე საჭირო დროს გვერდში დგომისთვის. ეს ოფიციალურ დონეზე და პირადადაც ბევრი მადლობა მივიღე, თუმცა ჩვენთვისაც გადარჩენის ტოლფასია სამსახურების შენარჩუნება. ეს მათაც იციან და მაინც მადლობას გვიხდიან. ექიმებზეც ნამდვილად უაღრესად მადლობლები არიან. გარდა მოქმედი ექიმებისა, ბევრმა ქართველმა, რომლებსაც შესაბამისი განათლება ჰქონდათ, მოხალისე ექიმებად გააგზავნეს მონაცემები და რამდენიმე პირველი დღეებიდან მუშაობს სხვადასხვა საავადმყოფოებში. აქ ძალიან ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ პატარა საქართველო სამაგალითო ქვეყანა გახდა ბევრი ევროპული ქვეყნისთვის და არა მხოლოდ ვირუსთან ბრძოლაში, არამედ სოლიდარობის გამოვლენაში. იტალიელები უმადურები არ არიან და პატარა ამბებსაც ლეგენდებივით ყვებიან. თუნდაც ქართველების მიერ ნამღერი "Italiano". რომელიღაც რადიოს ეთერში ჰიტივით გადიოდა. ერთმა ჟურნალისტმა ისიც კი თქვა, ზღაპარია - ჩვენ აღარ ვუსმენთ ტოტო კუტუნიოს და საქართველოში გვიმღერიან სოლიდარობის გამო. დავაფასოთ, ვინც გვაფასებსო. იტლიამ, სადაც ისევ რუსეთის რეგიონად გვცნობდნენ საზოგადოების გარკვეულ წრეებში, შეგვიყვარა საქართველო, როგორც პატარა, "იტალიის მსგავსი" ქვეყანა“.

 

იხილეთ ვიდეო:

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ