დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

„ახალი ბრესტის ზავი დაერქვა, ამერიკასა და ოპეკთან, რუსების დამამცირებელ კაპიტულაციას“ - რას მიიღებს საქართველო 100 წლისთავზე? 13.04.2020 22:03

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დამფუძნებელი მირიან მირიანაშვილი სოციალურ ქსელში საინტერესო პოსტს აქვეყნებს:

 

„ახალი ბრესტის ზავი დაერქვა, ამერიკასა და ოპეკთან, რუსების დამამცირებელ კაპიტულაციას. უფრო მეტი საურავი ძნელი წარმოსადგენია. ფაქტიურად ნავთობის ტრეიდიდან აგდებენ, რასაც ალბათ გაზის მარკეტიდან ჩახსნაც მოყვება ოპერატიული პაუზის შემდეგ. შემოსავლებს უნულებენ, არადა ამაზეა მაგათი ბიუჯეტი, თავდაცვა და ა.შ. ზედ ემატება კორანოვირუსი და სანქციები და ამ მოცემულობიდან რეზერვებით რამდენს გაქაჩავენ, ეგაა ეხლა მთავარი ინტრიგა. ჩვენ კი უნდა გვასხსოვდეს, რომ დამოუკიდებლობა 1918-ში სწორედ ბრესტის ზავმა გვაჩუქა. ამდენად ძალიან სიმბოლურია, რომ ეს ექკლუზიური შანსი ესეთი ფოტოსკოპირებით მეორდება“, წერს მირიან მირიანაშვილი.

 

შეგახსენებთ, რომ გუშინ ოპეკისა და დიდი ოცეულის ქვეყნებმა მიაღწიეს შეთანხმებას ნავთობის მოპოვების რეკორდულ შემცირებას - ბაზრიდან გავა 19 მილიონი ბარელი დღეღამის განმავლობაში, რაც საკმარისი იქნება, რომ ნავთობზე ფასმა ისევ მოიმატოს.

 

 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ