დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

აშშ-ის დახმარება საქართველოს პანდემიასთან გასამკლავებლად 14.04.2020 11:30

რადიო „ამერიკის ხმა“ სათაურით „აშშ-ის დახმარება საქართველოს პანდემიასთან გასამკლავებლად“, აქვეყნებს საქართველოში აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის საუბარს, რომელიც მის ბინაშია ჩაწერილი. დიპლომატი ლაპარაკობს იმ დახმარებაზე, რასაც აშშ უწევს საქართველოს, კორონავირუსის პანდემიასთან საბრძოლველად - ელცი ხაზ უსვამს, რომ  დახმარება მიმართულია არა მხოლოდ უშუალოდ პანდემიასთან საბრძოლველად, არამედ პოსტპანდემიური, შესაძლო რთული ეკონომიკური სიტუაციის შემსუბუქებისკენაც.


ამერიკელი დიპლომატის თქმით, დახმარება, პანდემიასთან საბრძოლველად მოიცავს „ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსაგან”, რომელიც გამოიხატება ჯანდაცვის საგანგებო დახმარების პროგრამაში -1.1 მილიონი ამერიკული დოლარი; აგრეთვე აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტისაგან, რომელიც გულისხმობს მაღალი ხარისხის სწრაფი ტესტებისა და პერსონალური თავდაცვის აღჭურვილობის მოწოდებას. ცალკე დახმარება განხოციელდება ასევე აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრებისგანაც.


„გარდა ჯანმრთელობის რისკებისა, კოვიდ 19-ით გამოწვეული კრიზისი ძლიერ დარტყმას აყენებს საქართველოს ეკონომიკას. ამერიკის შეერთებულ შტატებს თავისი წვლილი შეაქვს საქართველოს ეკონომიკის დასახმარებლად: ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID) ახლახან გადასცა საქართველოს სურსათის უვნებლობის სააგენტოს 800 000 დოლარის ღირებულების თანამედროვე აღჭურვილობა, იმისათვის, რომ ფერმერებმა შეძლონ აზიური ფაროსანასგან თხილის მოსავლის დაცვა. რა თქმა, როგორც კი კოვიდ 19-ის საფრთხე ჩაივლის, ამერიკის საელჩო გააგრზელებს მრავალი მიმართულებით თანამშრომლობას  საქართველოს მთავრობასთან და კერძო სექტორთან ეკონომიკის აღდგენის ხელშესაწყობად“, - აცხადებს ელჩი.


საუბრის დასასრულს კელი დეგნანი საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს გაითვალისწინონ ხელისუფლების მითითებები: ახლა ყველაფერი თითოეულ ჩვენგანზეა დამოკიდებული. თუ პასუხისმგებლობით ვიმოქმედებთ და ვიფიქრებთ სხვებზე, ამ ვითარებას მალე გავუმკლავდებით. გთხოვთ, იყავით ჯანმრთელად და უსაფრთხოდ“, - აცხადებს კელი დეგნანი ინტერვიუში.


წყარო:

https://www.amerikiskhma.com/a/ambassador-degnan-speaks-about-u-s-aid-for-georgia-s-covid-19-response/5370232.html

 

მოამზადა - სიმონ კილაძემ

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ