დღე: 24

ღამე: 11

USD 2.6699

EUR 2.845

„ქვეყანა შევა რეცესიაში - 2020 წლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი მინუსში იქნება“ 14.04.2020 13:28

„ქვეყანა შევა რეცესიაში - 2020 წლის ეკონომიკური ზრდა მინუსში იქნება“ - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში NEWSROOM-ში პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ განაცხადა.

 

„ხელისუფლება მუშაობს საფინანსო ინსტიტუტებთან თანხების მოსაზიდად იმისათვის, რომ დავაბალანსოთ ის დანაკლისი, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტში გვექნება. 1-ლ კვარტლის მდგომარეობით, ჩვენ შევასრულეთ სახელმწიფო ბიუჯეტი, როგორც შემოსულობებში, ასევე ხარჯებში, გარკვეულწილად გადაჭარბებაც კი გვაქვს. იგივე მაგალითად, შემოსულობებში, დაგეგმილი გვქონდა 3 465 000 000 მიღება და მივიღეთ 3 736 000 000 ლარი, ასევე არის ხარჯებიც.


თუმცა, როგორც დინამიკა აჩვენებს, პრობლემები იქნება გადასახადების ნაწილში აპრილში და ეს პრობლემები განსაკუთრებით მაისიდან დაგვეწყება, ასევე წელიც მთლიანობაში პრობლემატურია. ქვეყანა შევა რეცესიაში და ეკონომიკური ზრდა, როგორც დაგეგმილი გვქონდა - 4.5%, იქნება არათუ ზრდა, არამედ მინუსი. როგორც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები ფიქრობენ, 2020 წლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი იქნება -4 ან -5 პროცენტი. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ არ ვიცით ეს პანდემია რამდენ ხანს გაგრძელდება, შესაბამისად, ეს ციფრებიც არის პირობითი, მაგრამ პირველადი ვერსია არის ასეთი,“-განაცხადა კოვზანაძემ.

ავტორ(ებ)ი : bpn.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ