დღე: 27

ღამე: 12

USD 2.691

EUR 2.8756

4 ობიექტი/მეწარმე სუბიექტი, რომლებიც საგანგებო მდგომარეობის პერიოდში არ იზღუდებიან 14.04.2020 13:55

მთავრობამ გააფართოვა იმ ობიექტების/მეწარმე სუბიქტების ჩამონათვალი, რომლებიც საგანგებო მდგომარეობის პერიოდში არ იზღუდებიან.

 

კერძოდ, ჩამონათვალს დაემატა - ვეტერინარიული კლინიკები; ცხოველთა თავშესაფრები; ნიადაგის, ვეტერინარიული პრეპარატების, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ლაბორატორიები და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკისა და ინვენტარის წარმოება/რეალიზაცია.

 

ეკონომიკური საქმიანობების და ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი ობიექტების/მეწარმე სუბიექტების ჩამონათვალი, რომლებიც საგანგებო მდგომარეობის პერიოდში არ იზღუდება, ასე გამოიყურება:

 

  • სამაცივრე მეურნეობები;
  • საბაჟო საწყობები;
  • ცხოველთა სასაკლაოები;
  • სურსათისა და ცხოველთა საკვების ლაბორატორიები;
  • სადეზინფექციო მომსახურების ცენტრები;
  • სასათბურე მეურნეობები;
  • საირიგაციო/სამელიორაციო სისტემების მშენებლობა;
  • ვეტერინარიული კლინიკები;
  • ცხოველთა თავშესაფრები;
  • ნიადაგის, ვეტერინარიული პრეპარატების, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ლაბორატორიები;
  • სასოფლო-სამეურნეო ტექნიკისა და ინვენტარის წარმოება/რეალიზაცია.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ