დღე: 28

ღამე: 13

USD 2.691

EUR 2.8756

"დღეს ქართული ენის, რაც მამულთან და სარწმუნოებასთან ერთად ქართველობის იდენტობას ადგენს, დაცვის დღეა!" 14.04.2020 15:45

ბლოგერი დავით ზარდიაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

 

"დღეს ქართული ენის, რაც მამულთან და სარწმუნოებასთან ერთად ქართველობის იდენტობას ადგენს, დაცვის დღეა!


დღეს კიდევ ერთხელ გამორჩეულად უნდა გავიხსენოთ, რომ ფიზიკური საფრთხე, სხვადასხვა ჯურის მტრის მიერ ყველა ეპოქაში გამოიყენებოდა სწორედ ჩვენი იდენტობის ძირის გამოსათხრელ იარაღად.


დღესაც - ეპიდემიოლოგიური საფრთხე მტრის იარაღია.


ამჟამად, ყველაზე მეტად რაც ვნების კვირაში გვაღელვებს და განსაკუთრებით მტკივნეულია -სარწმუნოებრივი იდენტობაა.


"ქრისტეს კვართის მცველნი" - ეს იყო ჩვენი იდენტობა, ოდესღაც სწორედ ასე გვიცნობდა მსოფლიო და ჩვენივე სისხლის ფასად ამაყადაც გვიტარებია ეს უდიდესი სახელი!


აქ ისტორიული გამოცდილება უნდა გავიხსენოთ: დიდმა წმინდა მეფემ, ვახტანგ გორგასალმა, სწორედ იმიტომ, რომ ქრისტეს კვართი დაეცვა, ყოველგვარი ფიზიკური საფრთხე რაც შეიძლება მეტად აერიდებინა, საქართველოს სახელმწიფოს დედაქალაქი თბილისში გადმოიტანა და წმ. დედაქალაქი მცხეთა, ვითარცა მეორე იერუსალიმი, წუთისოფლის წაღმა-უკუღმა ტრიალისგან განაშორა!


მეფე ვახტანგის სიბრძნე აქ ესაა - მტრის სამიზნე რაც შეიძლება ნაკლებად უნდა იყოს ის ხელშეუხებელი სიწმინდე, რომლის დაცვა ერისა და ბუნებრივია, საერო ხელისუფლების მთავარი საზრუნავია.


ვახტანგ მეფის სიბრძნე დღეს იმიტომ უნდა გავიხსენოთ, რომ საფრთხე, როგორც არასდროს - ძალზე რეალურია. უარესიც - დაუფარავად, აშკარად და უტიფრად გაცხადებულია: აი, რაებსა წერენ:

"აღდგომის მერე ურჩი მრევლი იფეთქებს ბიოლოგიური ბომბივით..."


ესა სწადიათ, სწორედ ამის გარადაუვლობას ელოდებიან და ამ გზით სურთ შინაგანად გაგვტეხონ და შეარცხვინონ ჩვენი ქრისტეს კვართის მცველობა.


ღმერთმა გვაშოროს და შესაძლოა, სრულიად უნებურად, ისე, რომ არა ვუწყოდეთ რასა ვჩადიოდეთ, ნებისმიერი ჩვენთაგანი, ვინც მონაწილეობას მივიღებთ სააღდგომო ლიტურგიაში, საფრთხის მატარებელი აღმოვჩნდეთ და რაც მტერსა სწადია, ის მოხდეს: ერთადერთი შემთხვევის გამოც მთლიანად მრევლი შერაცხონ "ბიოლოგიურ ბომბად", რომელიც უწინარეს ყოვლისა - ეკლესიას "ააფეთქებს" და აღდგომის დღესასწაულს განსაცდელად გადააქცევს, უარესიც - ჭირად გამოაცხადებს!


რასაკვირველია, სააღდგომოდ ეკლესიის დაკეტვა აბსოლუტურად წარმოუდგენელია. მაგრამ თითოეულ ადამიანს, მრევლის თითოეულ წევრს უდიდესი პასუხისმგებლობა ეკისრება. უწინარესად - ეკლესიის სიწმინდის დაცვისა.


საერო ხელისუფლება, სწორედ იმიტომ, რომ ეკლესია უნდა დაიცვას, ვალდებულია ე.წ. კომენდანტის საათი ძალაში დატოვოს.


პასუხისმგებლიანი მრევლი ვალდებულია თვითორგანიზდეს და კომენდანტის საათის მოქმედებისას მხოლოდ ისინი, ვინც მიიღებს შესაბამის საშვს (რომელთა შეზღუდული რაოდენობა კონკრეტულ ტაძარში უსაფრთხოების მოთხოვნებიდან გამომდინარე იქნება დასაშვები) უნდა მონაწილეობდნენ სადღესასწაულო ლიტურგიასა და ლიტანიაში.


დღეს სწორედაც ვახტანგ მეფის ბადალი პასუხისმგებლობა და სიბრძნე გვმართებს, რომ ეკლესიას წუთისოფლის საფრთხ განვაშოროთ მისი ა და აღდგომის სასწაულის ხელშეუხებელი სიწმინდე დავიცვათ!


ქრისტეს კვართის მცველთა სახელი არ უნდა დავთმოთ და არ შევირცხვინოთ!" - წერს ის.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ