დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

მთავრობის გადაწყვეტილებით, 4 დიდ ქალაქში - თბილისში, ბათუმში, ქუთაისსა და რუსთავში შესვლა-გამოსვლა აიკრძალება 14.04.2020 17:26

საქართველოს ოთხ დიდ ქალაქში-თბილისში, რუსთავში, ბათუმში და ქუთაისში ყველა სახის მოძრაობა,შესვლა და გამოსვლა იკრძალება 10 დღით.

 

ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, გვაქვს პირველი შემთხვევა, როდესაც ერთი დღის განმავლობაში 30 ადამიანია ინფიცირებული და კვლევა მიმდინარეობს 500 ადამიანზე. პრემიერის თქმით, ქვეყანა სრულმასშტაბიანი შიდა გავრცელების ეტაპზე გადავიდა.

 

„მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, ხვალიდან, 15 აპრილის 21 საათიდან 4 დიდ ქალაქში - თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში ყველა სახის მოძრაობა (შიგნით არა, შესვლა და გასვლა) აიკრძალოს 10 დღით“, - განაცხადა გახარიამ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ