დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6711

EUR 2.8453

"შეიძლება გავხდეთ იძულებული და სასაფლაოების დახურვა მოგვიწიოს" 14.04.2020 17:44

შეიძლება გავხდეთ იძულებული და სასაფლაოების დახურვა მოგვიწიოს. დიდი ალბათობით, ჩვენ მოგვიწევს გარკვეული შეზღუდვების დაწესება. ეს სამწუხარო ფაქტია, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ ახლა ვართ ბრძოლაში - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ბრიფინგზე განაცხადა.

 

მისივე თქმით, აღნიშნული დამოკიდებულია ვირუსის გავრცელების დინამიკაზე.

 

„რაც შეეხება რელიგიურ ღონისძიებებს და ჩვენს ტრადიციებს, სასაფლაოს მონახულების. ჩვენ სერიოზულად განვიხილავთ საკითხს, განსაკუთრებით მსხვილ ქალაქებში, სამწუხაროდ, შეიძლება, გავხდეთ იძულებულები და სასაფლაოების დახურვა მოგვიწიოს. ეს პირდაპირპროპორციულად არის დამოკიდებული ვირუსის გავრცელების დინამიკასთან, რომელიც იქნება“,-განაცხადა გახარია.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ