დღე: 25

ღამე: 12

USD 2.6802

EUR 2.8555

„ვერანაირი საერთაშორისო მხარდაჭერა და 3 მილიარდიანი დახმარება ვერ გვიშველის, თუ ეპიდემიის მასშტაბები პიკურ მაჩვენებლებზე გავიდა - კარანტინის 3 თვით გაგრძელებას ეკონომიკა ვერ გაუძლებს“ 14.04.2020 20:08

გიორგი ცუცქირიძის ბლოგი:

 

პრემიერ გახარიას გადაწყვეტილება 10 მაისამდე საკარანტინო რეჟიმის გახანგრძლივებაზე და პარარელურად ოთხ დიდ ქალაქში თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში ტრანსპორტის შესვლის აკრძალვაზე, არის ყველაზე დროული და გამართლებული გადაწყვეტილება. ქვეყანა გადადის სრულმაშტაბიან შიდა გავრცელების მეტად სახიფათო და მაღალრისკიან ეტაპზე. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ იმ ქვეყნებში, სადაც იყო დაყოვნება ან ეკონომიკის "დაპაუზების" შიშით არ მიიღეს მკაცრი საკარანტიო ზომები, გავრცელების მაშტაბებიც მაღალია და სამწუხაროდ, ლეტალური შედეგებიც. ვერც ქართველი ექიმების თავდადება, ვერც მათი მაღალი პროფესიონალიზმი და ვერც მაღალგანვითარებული ჰოსპიტალური ქსელი ვერ გახდება ვირუსის შეჩერების გარანტი. ეს ყველაზე კარგად ისრაელში გამოჩნდა, სადაც არის საკმაოდ მაღალი დონის ჰოსპიტალური ქსელიც და მედიცინაც თავისთავად, უმოკლეს დროში მოხდა ნაკლებად კრიტიკული წერტილიდან დაავადების ნახტომისებური ზრდა თანმდევი ლეტალური შედეგებით;

 

ვერანაირი საერთაშორისო მხარდაჭერა და ვერც სოლიდური თუნდაც 3 მილიარდიანი ფინანსური დახმარების პაკეტი ვერ გვიშველის, თუ ეპიდემიის მაშტაბები პიკურ მაჩვენებლებზე გავიდა. სიტუაციის დამძიმებისას, საკარანტინო ვადის კიდევ 3 თვით გაგრძელებას, ეკონომიკა უბრალოდ ვერ გაუძლებს, რადგან ფაქტიურად ორი კვარტლის მთლიანად ჩავარდნას ნიშნავს, რის შედეგადაც რეცესიის და ინფლაციის მასშტაბები არა თუ გაანულებს ეკონომიკის ზრდას, არამედ გადავალთ რა უარყოფით მაჩვენებლში, ქვეყანა შევა ღრმა რეცესიაში, რომლიდანაც გამოსვლას შეიძლება წლებიც კი დაჭირდეს. ვიყოთ ფრთხილათ და ყველაფერი კარგად იქნება, ამ კრიზისიდან გვაქვს კარგი შანსი უფრო გაძლიერებულიც კი გამოვიდეთ; ეს უპრეცედენტო 3 მილიარდიანი საერთაშორისო დახმარების გამოყოფაც, გასულ წლებში ქვეყნის პროგრეს და საერთაშორისო აღიარებასაც ნიშნავს და ამის წინაპირობა იქნება.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ