დღე: 27

ღამე: 11

USD 2.6729

EUR 2.8469

„ვის ჭირდება ეპოპეა წითელ საუკუნეზე“ - The New York Times 15.04.2020 12:15

გაზეთ „ნიუ-იორკ თაიმს“-ში («The New York Times») 15 აპრილს სათაურით „ვის ჭირდება ეპოპეა წითელ საუკუნეზე“ (ავტორი - ვენდელ სტივენსონი) გამოქვეყნებულია ვრცელი სტატია-რეცენზია გერმანიაში მცხოვრები ქართველი მწერალი ქალის ნინო ხარატიშვილის წიგნის „მერვე სიცოცხლის“ შესახებ. რომანი ეხება ერთი ქართული ოჯახის ცხოვრების ისტორიას მეოცე საუკუნის განმავლობაში, რომელმაც მრავალი უბედურება გადაიტანა საბჭოთა სისტემის დროს. 

 

რეცენზიის ავტორი ამერიკელ მკითხველს განუმარტავს, რომ საქართველო კავკასიის მთების სამხრეთით მდებარეობს, შავი ზღვის ნაპირზე. საქართველო ევროპის უკიდურესი აღმოსავლეთი მხარეა, რომელიც, თავისი უძველესი ისტორიის მიხედვით, მითების სამყაროს წარმოადგენს. ქართველებმა უამრავი დამპყრობელი გადაიტანეს - ბიზანტიის, ოსმალეთის და სპარსეთის იმპერიებიდან დაწყებული, რუსეთით დამთავრებული. ქართველები ცნობილნი არიან თავიანთი სიკეთის მთესველი სტუმართმოყვარეობით, ღვინით და მრავალხმიანი სიმღერებით. 

 

რეცენზია დადებითი ხასიათისაა და მისი ავტორის - ვენდელ სტივენსონის აზრით, ნინო ხარატიშვილის წიგნი ამერიკელი მკითხველისათვის საინტერესო წასაკითხი იქნება. 

 

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: https://www.nytimes.com/2020/04/14/books/review/nino-haratischvili-eighth-life.html

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ