დღე: 25

ღამე: 12

USD 2.6802

EUR 2.8555

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას ტრამპმა დაფინანსება შეუჩერა 15.04.2020 12:33

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გასცა განკარგულება, რის მიხედვითაც  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დაფინანსება შეჩერდება. - ამის შესახებ ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

 

მისი თქმით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის საფრთხის შესახებ დროული და სათანადო ინფორმაცია არ გაავრცელა.

 

"ჩემს ადმინისტრაციას უკვე მივეცი შესაბამისი ინსტრუქციები მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის დაფინანსების შეწყვეტის შესახებ. ფინანსირება შეწყდება, სანამ არ იქნება მზად ორგანიზაციის მიერ დაუდავრად გაწეული საქმიანობის კვალიფიციური შეფასება. რეალობა მდგომარეობს იმაში, რომ ორგანიზაციამ ვერ შეძლო ადექვატური ინფორმაციის მოპოვება და ამ ინფორმაციის დროული გავრცელება", — ამბობს დონალდ ტრამპი.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ