დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

რამდენად დემოკრატიულია მთავრობა, ანუ შესაბამისობაშია თუ არა დასახული მიზნები ხალხის ინტერესებთან? 15.04.2020 12:46

ბლოგერი დავით ზარდიაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

 

"სოციოლოგიის მამა, მაქს ვებერი სამი ტიპის სოციალურ ქცევას გამოყოფს - მიზამიმართულად რაციონალურს, მიზანმიმართულს და აფექტს.


მიზანმიმართულად რაციონალური ქცევა ამა თუ იმ მიზნის მისაღწევად წინასწარ გათვლილ, რაციონალურად დაგეგილ, თანმიმდევრულ  მოქმედებათა ალგორითმს გულისხმობს და ცხადია, დასახულ მიზანზე - ე.ი. ქცევის შედეგზე ორიენტირებულობასთან ერთად ასევე გამოყენებული ზომებისა თუ რესურსების გონივრულობით, შესაბამისობითაც ფასდება;


მიზანმიმართული ქცევა, თუკი იგი რაციონალურად გათვლილი არ  არის, დიდი ალბათობით არაადექვატური იქნება, რადგან დიდია რისკი ან უშედეგო დარჩეს, მიზანი ვერ იქნას მიღწეული; ანდა  - თუკი გამოყენებული არარაციონალური ზომებით მიზანი მაინც მიიღწევა, შეიძლება აღმოჩნდეს, რომ  - "ჩიტი ბრდღვანად არ ღირს" და გამოყენებული მეთოდები, ზომები, რესურსები იმდენად არათანაბარზომიერი იყოს, რომ მათთან შედარებით მიზანი - არარად იქცეს.


აფექტური ქცევა - რასაკვირველია, ყველაზე არაადექვატურია, ვინაიდან  მოკლებულია  რაიმე რაციონალურ მიზანს, უმიზნოა და იმთავითვე, არავითარი შესაბამისობა დამდგარ შედეგთან ვერ ექნება. 


ეს ყველაფერი იმიტომ მოვყევი, რომ კიდევ ერთხელ დავინახოთ:


ყოველგვარი "ღირებულებითი" მსჯელობებისგან (ე.ი. ვის რისი სწამს, რა პოლიტიკური თუ რელიგიური შეხედულები აქვს,"ოპოზიციაა" თუ "პოზიცია" რა ურთიერთობაშია მმართველ პარტიასთან და ა.შ.) დამოუკიდებლად, მთავრობა ამ ექსტრემალურ სიტუაციაში უნდა იქცეოდეს გამორჩეულად მიზანმიმართულ-რაციონალურად და მისი ადექვატურობა ამ მთავარ კითხვებზე პასუხებით უნდა შეფასდეს: რამდენად დემოკრატიულია მთავრობა, ანუ შესაბამისობაშია თუ არა დასახული მიზნები ხალხის ინტერესებთან? რამდენად ეფექტიანია მთავრობა, ე.ი. რამდენად სწორედაა გათვლილი მიზნის მისაღწევი საშუალებები, გზები, მეთოდები, რესურსები? ეფექტურია თუ არა მთავრობა - ე.ი. მიღწეულია თუ არა და რა ფასად მიზნად დასახული შედეგები?


რაციონალური ადექვატურობის თვალსაზრისით დღემდე, ამ ექსტრემალურ ვითარებაში, მთავრობის ქცევა არის "აპროპო", ე.ი. მაქსიმალურად ადექვატური, შექმნილი მდგომარეობის შესაბამისი, ეფექტიანი და ეფექტური; კრიტიკას შეიძლება იმსახურებდეს მხოლოდ ცალკეული, ესა თუ ის კონკრეტული გადაწყვეტილებები, რაც არაარსებითია და ვერც ერთ შემთხვევაში მთავრობის მიზანმიმართულად რაციონალური ქცევის მაღალ შეფასებას ვერ შეცვლის!


ეს შეფასება - "აპროპო!" კიდევ უფრო გამყარდა პრემიერ-მინისტრის გუშინდელი გამოსვლის შემდეგ და პირადად მე, ეჭვიც არ მეპარება, რომ სამშვიდობოს გავალთ! თუმცა, ეს რომ მალე მოხდეს და სხვებთან შედარებით უკეთაც, სხვა ინსტიტუტებმაც უნდა რაციონალურად იმუშაონ.


სხვა სოციალური ინსტიტუციების რაციონალური ადექვატურობის შეფასება ასევე საინტერესოა:

პარტიულ- პოლიტიკური სისტემა, მთლიანობაში თუ შევაფასებთ, ამ ვითარებაში ნაკლებ მნიშვნელოვანი აღმოჩნდა და მას რაიმე არსებითი ზეგავლენა სახელმწიფო სისტემებზე, ჯამში ფაქტობრივად არ მოუხდენია; მმართველი პარტია "სახელმწიფოებრივად" ინტეგრირდა და ფაქტიურად, მმართველობის ნაწილად იქცა, რაც ექსტრემალურ სიტუაციაში გასაგებია და მისაღებიც.


ოპოზიცია - კვლავაც "სანიმუშოდ" არაადექვატურია, მისი ქცევა უმეტეს შემთხვევებში - ისევ დესტრუქციულად აფექტურია, ხოლო ძალზე იშვიათად - მიზანმიმართულიც, მაგრამ ყოველგვარ რაციონალობას მოკლებული;


ე.წ. "ენჯეო სექტორი" - ამ ექსტრემალურ სიტუაციაში თითქოს ასპარეზიდან გაქრა; მისი ქცევა ვერც კი შეფასდება, რადგან აღმოჩნდა, რომ თითქოს არც არსებობს; 

განსაკუთრებით საგრძნობია, რომ თუ არ ჩავთვლით "საზოგადოებრივ მაუწყებელს", რომელიც ასევე მაღალ შეფასებას იმსახურებს, ქვეყანაში პოლიტიკურად დამოუკიდებელი მედია ფაქტიურად არ არსებობს, უკიდურესად პოლიტიზებულია და ორ პოლუსადაა დაყოფილი; პრო-სახელისუფლეო მედია ამ ექსტრემალურ ვითარებაში მთავრობის მხარდაჭერის ფუნქციას ასრულებს და ამდენად, მისი ეს როლი რაცინალური ადექვატურობის საზომით -პოზიტიურია; 


ხოლო ე.წ. ოპოზიციური მედია - იმდენად არაადექვატურია, იმდენად შეუსაბამოა შექმნილ ვითარებასთან, რომ მის ქცევას აფექტურიც კი ვერ დაერქმევა : ყველაზე უკეთ ეს ტერმინი  -"ჩაჯვი" გამოხატავს მის შეფასებას, რადგან აბსურდულობამდე უმიზნო და ირაციონალურია. 


ეკლესია კი ამ, ანუ რაციონალური ადექვატურობის კრიტერიუმებით ვერასდროს შეფასდება, რადგან იგი მხოლოდ ნაწილობრივ არის სოციალური ინსტიტუტი და უფრო "ღირებულებითი" მსჯელობებით, "რწმენითი" კატეგორიებით "იზომება",- წერს ის.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ