დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

„ვიმედოვნებ, ჩვენი ქართველი კოლეგები თავს შეიკავებენ“ - АрмИнфо 15.04.2020 13:28

სომხური მასობრივი ინფორმაციის საშუალებები, კერძოდ, საინფორმაციო სააგენტო „არმინფო“ («АрмИнфо») ავრცელებს ინფორმაციას სათაურით „ვიმედოვნებ, ჩვენი ქართველი კოლეგები თავს შეიკავებენ“, რომელშიც გადმოცემულია სომხეთის პარლამენტის დეპუტატის შირაკ ტოროსიანის განცხადება არცახში (მთიან ყარაბაღში) ჩატარებული საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების შედეგების შესახებ. დეპუტატის თქმით, ბევრმა ქვეყანამ არჩევნები პოზიტიურად შეაფასა, მაგრამ საქართველოს პოზიცია ძალიან მკვეთრად ნეგატიური იყო - „თბილისმა განაცხადა, რომ არჩევნების შედეგებს არ ცნობს და მხარს უჭერს აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას“. შირაკ ტოროსიანმა განმარტა, რომ საქართველოს ასეთი პოზცია 2008 წლიდან აქვს. მან აღნიშნა, რომ თავის მხრივ, აზერბაიჯანიც მხარს უჭერს საქართველოს აფხაზეთთან მიმართებით. „ცნობილია, რომ სომხეთი და საქართველო ერთმანეთის წინააღმდეგ გამოდიოდნენ სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში ხმის მიცემის დროს. ბოლო დროს სომხეთი თავშეკავებას იჩენს, მაგალითად, ასე გააკეთა ამას წინათ აფხაზეთში ჩატარებული არჩევნების მიმართ. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი ქართველი კოლეგებიც იპოვიან ძალას და თავშეკავებას გამოამჟღავნებენ“, - ციტირებს სააგენტო „არმინფო“ სომეხ დეპუტატს, რომელიც წარმოშობით საქართველოდანაა, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ განძანიდან.

 

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: https://arminfo.info/full_news.php?id=51055&lang=2

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ