დღე: 28

ღამე: 13

USD 2.691

EUR 2.8756

“ძალა ერთობაშია” ასე გამოხატავს მსოფლიო ბანკი, სხვა ავტორიტეტულ საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად აღფრთოვანებას" 15.04.2020 15:06

“ძალა ერთობაშია” ასე გამოხატავს მსოფლიო ბანკი, სხვა ავტორიტეტულ საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად აღფრთოვანებას, საქართველოს ხელისუფლების, საჯარო და კერძო სექტორის და მთლიანად ქართველი ხალხის შემართებას და ბრძოლას 21 საუკუნის ამ ახალი უხილავი მტრის წინააღმდეგ, საქართველოს მხარდამჭერ წერილში, - წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი საბანკო-საფინანსო საკითებში გიორგი ცუცქირიძე.


"რაც მთავარია, საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებულ სწრაფ და ეფექტურ გადაწყვეტილებებთან ერთად, რამაც ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად გადამწყვეტი როლი ითამაშა, ხაზგასმულია ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური ტრანსფორმაციის წარმატებული ხასიათი, რამაც საქართველოს ეკონომიკას მისცა თავისებური ჰანდიკაპი უკეთესად მომზადებულიყო კრიზისის ეკონომიკურ შედეგებთან გასამკლავებლად, ქვეყნის მომავლის საფრთხის ქვეშ დაყენების გარეშე.


საერთაშორისო მხარდაჭერა აისახა კიდეც იმ უპრეცედენტოდ დიდ, 3 მილიარდამდე საერთაშორისო ფინანსურ დახმარებათა პაკეტში, რომელიც საერთაშორისო საზოგადოებამ გამოყო ბიზნესებისა და მოწყვლადი ჯგუფების და მთლიანად საქართველოს ეკონომიკის დასახმარებლად.


ნიშანდობლივია, რომ ეს დახმარება უპრეცედენტოა დროში ათვისების თვალსაზრისითაც და არის ერთ წლამდე პერიოდზე გათვლილი, რაც ეკონომიკის პოსკრიზისულ პერიოდში უმოკლეს დროში გადაყვანის თვალსაზრისით, პირდაპირ ინექციიასაც გულისხმობს, ბოლო წლებში ქვეყნის პროგრესის აღაიარებასთან ერთად.


ეს ასევე, არის გაზრდილი შესაძლებლობები ახალი ინვესტიციების მოსაზიდად და ეკონომიკის სექტორალური გაძლიერებისათვის, პირველ რიგში სამეწარმეო სექტორში, რომლის პერსპექტივასაც გლობალურ ეკონომიკაში მიმდინარე ალოკაციური პროცესები ისედაც იძლევა.


და რა გვესმოდა და გვესმის დღესაც ნაციონალური მოძრაობის, მასთან ღიად თუ ფარულად მოდრეიფე ოპოზიციის მხრიდან? გაუთავებელი კრიტიკა და ცილისწამება, მათივე მხარდამჭერი მედია ეკრანებიდან სამთავრობო ანტიკრიზისულ მენეჯმენტზე, დაგვიანებულ თუ შეშინებულ გადაწყვეტილებებზე, ეკონომიკის სტიმულირების გეგმის არ ქონაზე, ქართული პირბადეების ხარისხზე და ა.შ.


ისე საინტერესოა, ნაციონალური მოძრაობის მხრიდან, რომელ კრიზის- მენეჯმენტზეა საუბარი, როდესაც სწორედ იმ პერიოდში მოხდა რუსეთთან სამხედრო კომფრონტაცია, რომლის დროსაც მთლიანდ იყო მორღვეული ფრონტის ხაზი, ბედის ანაბარად მიტოვებული ქართული მოსახლეობა არა მხოლოდ დიდ თუ პატარა ლიახვის ხეობაში, არამედ თავად გორში. ან სად არის გლობალური შოკებისას ეკონომიკა განცალკევებული პოლიტიკური გადაწყვეტილებებისაგან, და 2007 წელს ის დახმარების 4.5 მილიარდიანი პაკეტიც არა მყისიერ ინექციაზე, არამედ მთელ 5 წელზე იყო გაწერილი.


ახალგორის ჩაბარების თემა, კოდორის ხეობასთან ერთად, სულაც ანტიკრიზისული მენეჯმენტის სრული ანტიპოდია და სახელმძღვანელოებშიც არის შესატანი, როგორც სამხედრო და პოლიტიკური კაპიტულაციის ნიმუში.


ერის ისტორიული მეხსიერება არ არის ხანმოკლე, ის გაცილებით პირუთვნელი მსაჯულია, ვიდრე თუნდაც გუშინდელი მოვლენის შეფასება დღევანდელი გადმოსახედიდან, წარსულ დროშიც ასე ეგონა ბევრ რენეგატს, დღეს რომ მათი სახელები შავი ასოებით არის ისტორიაში შესული.


ძალა ერთობაშია, ხომ საქართველოს გერბის მთავარი დევიზია!" - წერს ის. 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ