დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6728

EUR 2.8532

„კრიზისმა გვიჩვენა, რომ ჩვენი ქვეყნები არიან გამძლე და ერთიანი - ნატო-ს მექანიზმების გამოყენებით, მოკავშირეები ეხმარებიან ერთმანეთს სიცოცხლის გადასარჩენად“ 15.04.2020 21:20

ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომა დღეს ტელეკონფერენციის ფორმატში გაიმართა, რომელშიც ალიანსის წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებმა მიიღეს მონაწილეობა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, ალიანსის გენერალურმა მდივანმა პრესკონფერენცია გამართა და შეხვედრაზე განხილულ საკითხებზე ისაუბრა. იენს სტოლტენბერგის თქმით, ნატო-ს წევრი ქვეყნები შეთანხმდნენ, განაგრძონ მათი პარტნიორების მხარდაჭერა, რამდენადაც „კოვიდ-19“ უპრეცედენტო გამოწვევაა სახელმწიფოებისთვის. მას დიდი გავლენა აქვს ხალხსა და მათ ეკონომიკაზე და შესაძლოა, მოჰყვეს ხანგრძლივი შედეგები.

 

„კრიზისმა გვიჩვენა, რომ ჩვენი ქვეყნები არიან გამძლე და ერთიანი. ნატო-ს მექანიზმების გამოყენებით, მოკავშირეები ეხმარებიან ერთმანეთს სიცოცხლის გადასარჩენად“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. მისი თქმით, ნატო-ს საჰაერო ძალებმა 100-ზე მეტი ოპერაცია განახორციელეს სამედიცინო აღჭურვილობის, ტექნიკის გადასატანად და პაციენტებისა და მედპერსონალის გადასაყვანად. ასევე, მონაწილეობა მიიღეს 25 საველე ჰოსპიტალის მოწყობაში. იენს სტოლტენბერგის თქმით, წევრი სახელმწიფოები ვალდებული არიან, უზრუნველყონ წვდომა მათ სამხედრო პოტენციალთან, რათა ნატო-ს მეთაურობას ჰქონდეს შესაძლებლობა დაგეგმოს შემდგომი ნაბიჯები პანდემიასთან ბრძოლის პროცესში ქვეყნების მხარდაჭერად.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ