დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

პანდემიის ფონზე თურქეთის სამგზავრო მატარებლები სატვირთოებად გარდაიქმნა 16.04.2020 12:06

თურქული პრესაში განხილულია სამხრეთ კავკასიის რეგიონული კომუნიკაციების მნიშვნელობა კორონავირუსის ეპიდემიასთან დაკავშირებულ სავაჭრო-ეკონომიკურ საკითხების გადაწყვეტაში. გაზეთი „დეილი საბაჰი“ Daily Sabah») ბეჭდავს სტატიას, რომლის სათაურია „პანდემიის ფონზე თურქეთის სამგზავრო მატარებლები სატვირთოებად გარდაიქმნა“, რომელშიც ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ადილ ყარაისმაილოღლუ თურქეთის ვაჭრობაში მეზობელ ქვეყნებთან და რეგიონებთან რკინიგზას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს: „მინისტრის თქმით, მნიშვნელოვნად მოიმატა ტვირთების გადაზიდვებმა „ბაქო-თბილისი-ყარსის“ რკინიგზით. როგორც ცნობილია, ეს სარკინიგზო მაგისტრალი არამხოლოდ სამ მეზობელს - თურქეთს, საქართველოს და აზერბაიჯანს აკავშირებს ერთმანეთთან, არამედ ევროპას და აზიას, ევროკავშირს და ჩინეთს. მინისტრმა აღნიშნა, რომ ტვირთები თურქეთიდან საქართველოში და აზერბაიჯანში დეზინფიცირებული ვაგონებით გადადის, ადამიანებს ერთმანეთთან შეხება არ აქვთ“.


თურქულმა მედიამ ასევე აღნიშნა საქართველოს სოლიდარობა თურქეთთან კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში, რომელიც საკმაოდ ორიგინალურად გამოიხატა. სააგენტო „ანადულუმ“ («Anadolu Ajansı») გამოაქვეყნა მასალა სათაურით „თბილისის ტელეანძა თურქული დროშის ფერებით განათდა“, რომელშიც ნათქვამია: „15 აპრილს საღამოს თბილისის ტელეანძა თურქეთის სახელმწიფო დროშის ფერებით განათდა. ამასთან დაკავშირებით, საქართველოს დედაქალაქის საკრებულოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ ქართველი ხალხი მხარს უჭერს თურქი ხალხის ბრძოლას „კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ. ჩვენ ვთვლით, რომ პანდემიას ერთად დავამარცხებთ“.


წყაროები:

https://www.dailysabah.com/business/transportation/passenger-trains-repurposed-for-freight-to-keep-turkeys-trade-on-track-during-covid-19-pandemic

https://www.aa.com.tr/tr/dunya/tiflis-kulesi-turk-bayraginin-renkleriyle-isiklandirildi-/1806528

 

 

მოამზადა სიმონ კილაძემ

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ