დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

საქართველოს კათოლიკოსს ინფექციის გავრცელებაში ადანაშაულებენ - გაზეთი „ნეზავიამაია გაზეტა“ 16.04.2020 12:11

გაზეთ „ნეზავიამაია გაზეტას“ («Независимая газета») დღევანდელ, 16 აპრილის ნომერში დაბეჭდილია სტატია სათაურით „საქართველოს კათოლიკოსს ინფექციის გავრცელებაში ადანაშაულებენ“, რომელშიც განხილულია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პოზიცია ქვეყნის ხელისუფლების მიერ მიღებული მკაცრიი ზომების მიმართ, კორონავირუსთან ბრძოლის მიზნით. საქმე ეხება აღდგომის დღესასწაულის დროს საკარანტინო წესების დაცვის საკითხს.


როგორც პუბლიკაციაში ნათქვამი, ეკლესია თვლის, რომ მრევლმა ერთად უნდა იზეიმოს აღდგომა, სწორედ ლოცვის წყალობითაა, რომ საქართველოში კორონავირუსის მსხვერპლი მცირეა, ხელისუფლება კი მიიჩნევს, რომ მრევლის ერთად შეკრება მნიშვნელოვან საფრთხესთან არის დაკავშირებული - არაა გამორიცხული, რომ ვირუსი კონტროლიდან გამოვიდეს, რაც სახელმწიფოსათვის უდიდესი ზიანის მომტანი იქნება.


„საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მთავრობის წევრები და წამყვანი ეპიდემიოლოგები ეკლესიის წარმომადგენლებს შეხვდნენ, მაგრამ მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდა, - აღნიშნულია სტატიაში, - ქართველი თეოლოგების ნაწილის აზრით, ეკლესია შეცდომას უშვებს, რომ ასე ეწინააღმდეგება მთავრობის პოზიციას“.


წყარო: http://www.ng.ru/cis/2020-04-15/5_7844_georgia.html

 

მოამზადა სიმონ კილაძემ

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ