დღე: 20

ღამე: 9

USD 2.68

EUR 2.8848

„2019 წლის მაისში ტრამპს წარუდგინეს მოხსენება, სადაც ეწერა, რომ აშშ და მსოფლიო დგას გრიპის მსგავსი პანდემიის წინაშე, რომელიც მასშტაბურად შეარყევს გლობალურ წესრიგს“ 16.04.2020 20:53

ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ლევან ბოძაშვილი სოციალურ ქსელში საინტერესო ფაქტს აფიქსირებს:

 

„2013 წლის 12 მაისს, აშშ ეროვნული დაზვერვის დირექტორმა, ჯეიმს კლაპერმა, სენატის დაზვერვის კომიტეტს წარუდგინა მოხსენება, რომელშიც, მიანიშნებდა რა ზოოტოპიურად გავცელებადი ვირუსების გლობალურ საფრთხეზე, შავით-თეთრზე ეწერა: "ადვილად გადადებადი, ახალი რესპირატორული პათოგენი, რომელიც ადვილად კლავს ან უმოძრაოს ხდის 1%-ზე მეტ მის მსხვერპლს, ყველაზე დიდი საფრთხეს წარმოადგენს და გამოიწვევს გლობალურ პანდემიას".. მან დაამატა, რომ "ეს არ არის ჰიპოთეტური საფრთხე". ანალოგიური მოხსენება წარედგინა ტრამპს 2017 წლის მაისში, ასევე 2019 წლის მაისში, სადაც ეწერა: ""ამერიკის შეერთებული შტატები და მსოფლიო დგას გრიპის მსგავსი პანდემიის წინაშე, რომელიც მასშტაბურად შეარყევს გლობალურ წესრიგს, გამოიწვევს დიდ სიკვდილიანობას, შეამცირებს მსოფლიო ეკონომიკას მინიმუმ 5%-ით და უკიდურესად დაძაბავს საერთაშორისო წესრიგს".

 

შეგახსენებთ, რომ დონალდ ტრამპმა გუშინ ისაუბრა კორონავირუსის გავრცელებაზე და კიდევ ერთხელ დაადანაშაულა ჩინეთი, რომელიც ეხლა უკვე ვუჰანის ვირუსოლოგიის ლაბორატორიაში პროტოკოლის დარღვევაში და ლაბორატორიაში შიდა გადაცემაში ამხილა, ტრამპის ეს მოსაზრება მთლინად ცვლის აზრს,რომელიც კორონავირუსის არალეგალური ბაზრობიდან გავრცელებას უკავშირდება. FOX News – ცნობით ტრამპის ამ პოზიციამ თავდაყირა დააყენა ვირუსის გავრცელების სხვადასხვა მოსაზრება და მედიაში კიდევ ერთხელ გადააქცია განხილვის მთვარ საკითხად.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ