დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

"ღმერთს სურს, რომ აქ ყველა ქართველი გაერთიანდეს, თავი მოიყაროს, სწორედ მაშინ შევიმცნებთ სისრულეს" 17.04.2020 11:52

იერუსალიმის ჯვრის მონასტერის სქიმმონაზონი იოაკიმე საქართველოზე:

"...ქრისტეშობამდე 400 წლით ადრე საქართველოში დაიმკვიდრა ადგილი იმ დროის მთავარმა სიწმინდემ -ელია წინასწამეტყველის ხალენმა, სწორედ საქართველოში და სწორედ სვეტიცხოველში, სადაც ის დღემდეა.

ეს უდიდესი ძალაა, შემდგომ მოდის ქრისტეს კვართი, შემდგომ ლურსანი, რითაც დააჭედეს უფალი , კიდევ -ღვთისმოშბლის კვართი ზუგდიდში..

ამიტომ, როცა ამდენ სიწმინდეს ერთად ვხედავთ, როცა ყველაფერი აქ იკრებს ერთად თავს, აღვიქვამთ რომ ეს ქვეყანა გადარჩენის ხომალდია!

ღმერთს სურს , რომ აქ ყველა ქართველი გაერთიანდეს, თავი მოიყაროს, სწორედ მაშინ შევიმცნებთ სისრულეს.

ყველაფერი დაბრუნდება, რაზეც ვოცნებობთ, რაც გვტკივა, რასაც ითხოვს ერი, ჩვენი სოხუმი, ცხინვალი. .. იმიტომ რომ ეს ღვთისმშობლის სავანეა, და ის განუყოფელია როგორც ქრისტეს კვართი...."

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ