დღე: 27

ღამე: 13

USD 2.6753

EUR 2.8473

„ჯიუტობა ბიწიერებას არ ნიშნავს? ქართველი ღვთისმსახურები გონიერების ხმას არ უსმენენ“ 17.04.2020 12:55

ქართული ეკლესიის მესვეურებსა და ქვეყნის მთავრობას შორის გაჩენილ უთანხმოებას ეხება აზერბაიჯანის რუსულენოვან გაზეთ „კასპიი“-ში («Каспий») გამოქვეყნებული ვრცელი სტატია სათაურით „ჯიუტობა ბიწიერებას არ ნიშნავს? ქართველი ღვთისმსახურები გონიერების ხმას არ უსმენენ“ (ავტორი - ალი საიდოვი). 

 

მასალაში ერთმანეთთანაა შედარებული ქართული ქრისტიან- მართლმადიდებლური და აზერბაიჯანული მუსლიმანური რელიგიის მსახურთა დამოკიდებულება ხელისუფლების გადაწყვეტილებების მიმართ: აზერბაიჯანში ღვთიმსახურები გაგებით მოეკიდნენ მთავრობის გადაწყვეტილებას რამაზანის წმინდა თვეში რელიგიური რიტუალების ჩატარების დროებითი აკრძალვის თაობაზე, საქართველოში კი პირიქით მოხდა, საპატრიარქომ მთავრობის თხოვნა უარყო, შესაბამისად, ხელისუფლებამ ეკლესიის წინაშე უკან დაიხია. ეკლესიის ასეთი დამოკიდებულების შედეგები შეიძლება ძალიან ნეგატიური იყოს და კორონავირუსის კიდევ უფრო მეტი გავრცელება გამოიწვიოს, რის შესახებაც მოსახლეობა დაავადების კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენელმა პაატა იმნაძემ გააფრთხილა. 

 

„მოკლედ, ეპიდემიოლოგები განგაშს აცხადებენ - ტაძრები ინფიცირების კერებად შეიძლება გადაიქცნენო, მღვდლები კი ჯიუტობენ. როგორ გაიმართლებენ შემდეგ ისინი თავს, ეს საკითხი ღიად რჩება. პრინციპში, თავის მართლება, რა თქმა უნდა, ყოველთვის შეიძლება... მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ცოცხლები გადარჩებიან. აი, ასეთი პესიმისტური პროგნოზია საქართველოში“, - აღნიშნულია სტატიის დასასრულს.

 

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: http://www.kaspiy.az/news.php?id=124024#.XpkejRt7nIU

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ