დღე: 28

ღამე: 13

USD 2.691

EUR 2.8756

სამკერვალო ფაბრიკები ჩვენთვის აკეთებენ სიკეთეს, თუ საკუთარ ხეირზე ფიქრობენ? 17.04.2020 13:39

ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში წერს:

 

"მოდით ახლა გავერკვიოთ, სამკერვალო ფაბრიკები ჩვენთვის აკეთებენ სიკეთეს, თუ საკუთარ ხეირზე ფიქრობენ?


როგორც გუშინ დაგპირდით, უფრო ვრცლად გავშალოთ სამკერვალოების და პირბადეების თემა.


როგორც ე.წ. მთავარმა განაცხადა, გაშიფრეს "კორუფციული სამკუთხედი", შემდეგ კიდევ ერთი სტატია დაიბეჭდა ე.წ. პირველ რადიოზე, თუ როგორ მდიდრდება ივანიშვილი პირბადეების ბიზნესით.


ბოლო ინფორმაციით დავიწყოთ. ფონდმა ქართუმ შეუკვეთა 4 მლნ პირბადე და აჩუქა ექიმებს. სად არის აქ ბიზნესი? საკუთარი ფული გადაიხადა 4 მლნ პირბადეში და საჩუქრად გადასცა. 


2 პრობლემა დაასახელეს: ერთი დღის შექმნილ კომპანიას შეუკვეთაო და 13-14 თეთრი ჯდებაო.


ერთი დღის რომაა, მერე რა, მთავრობამ შეიძინა ბიუჟეტის სახსრებით? კერძო ფულია და თუ უნდა გუშინ შექმნილს კი არა, ხვალ შესაქმნელს ჩაურიცხავს, წინასწარ.


ან რა ბიზნესს აკეთებს ასეთს?! ცალკე 100 მილიონი ლარი გადმორიცხა, მანამდე 3 მილიონი, ახლა 4 მილიონი პირბადე შეისყიდა, და პირბადეების "კაპიკებს" დასდევს?


რაც შეეხება ფასს, - 13-14 თეთრს. ეს არის პოლიპროპილენის ერთჯერადი პირბადეები, რომლებიც დანადგარით ისტამბება, ხოლო ეკონომიკის სამინისტროს მიერ შეკვეთილი პირბადეები არის დოლბანდის, 12-შრიანი, მრავალჯერადი და იკერება ხელით. "შტამპოვკას" და ხელით გაკეთებულს შორის ხომ ხვდებით სხვაობას? დოლბანდის 12-შრიან და პოლიპროპიკენის 1-ფენიანს შორის?


ახლა რაც შეეხება დანარჩენ სამკერვალოებს.


დავიწყოთ იმით, რომ 9 სამკერვალოსთან გაფორმდა ხელშეკრულებები, "მთავარმა" კი ერთი სამკერვალო "გაშიფრა" და ეს სამკუთხედი 5 წთ ატრიალა.


ვინც წაიკითხა ნინო გიორგობიანის პოსტი, გაიგო, რომ ამ სამკუთხედის ერთ შემადგენელს, კახა საბანაძეს, კომპანია MGMTEX-თან შეხება არ აქვს, იმის გარდა, რომ ერთნაირი გვარები აქვთ.


უკვე სამკუთხედი არ გამოდის. 9 სამკერვალოდან ერთში სამკუთხედი კი არა, კუბიც რომ ყოფილიყო, რისი ჩვენება სურდათ?


აღნიშნული სამკერვალო, სანამ გადაერთვებოდა პირბადეებზე "მონკლერის", "ზარას" და "ნაიკის" შეკვეთებს ასრულებდა და მთლიანად ექსპორტზე იყო ორიენტირებული.


ანუ, თუ რაიმე კორუფცია იყო, მანამდე უფრო იყო საინტერესო, სანამ პირბადეებზე გადმოერთვებიდნენ, როცა მსოფლიო ბრენდების გაცილებით ძვირადღირებულ კონტრაქტებს ასრულებდნენ.


იგივე ეხება "აჭარა ტექსტილსაც". ღია წყაროებში მის შესახებ ვკითხულობთ: "„აჭარა ტექსტილი“ 100%-ით ექსპორტზე ორიენტირებული კომპანიაა, რომელიც უკვე თანამშრომლობს ისეთ საერთაშორისო კომპანიებთან, როგორებიცაა: Nike, Adidas, Puma, Lotto, Erima".


ახლა, ორთავე სამკერვალო ფაბრიკა, მთავრობის თხოვნით, პირბადეებს კერავენ.


ეს დაახლოებით იგივეა, მერსედესის გამიშვებიდან ჟიგულის სარკეების გამიშვებაზე რომ გადაერთო.


ამათ გარდა არიან სხვა სამკერვალოებიც, რომლებიც ასევე კონკრეტულ შეკვეთებს ასრულებდნენ. შეკვეთების დაკარგვა არა მხოლოდ დღევანდელ დანაკარგებს, სამომავლო რისკსაც შეიცავს.


იმის გათვალისწინებით, რომ პირველ 1 მილიონ პირბადეს კომპანიები სახელმწიფოს ჩუქნიან, გასამდიდრებლად გადაერთვნენ პირბადეებზე, თუ პატრიოტული მოტივით? იგებენ, თუ აგებენ?


წარმოდგენა რომ გქონდეთ, ერთი კომპანიის ბრუნვის მაგალითს მოგიყვანთ.


პირბადეებამდე, "აჭარა ტექსტილის" თვიური ბრუნვა 2020 წლის მარტში შეადგენდა 11 მლნ ლარს. 2019 წელს, იმავე თვეში, ბრუნვამ შეადგინა 9 მლნ ლარი, 2019-ის აპრილში - 13 მლნ ლარი. 2020 წლის აპრილის ბრუნვას გავიგებთ მაისში.


თუმცა, ბრუნვის გარდა, უნდა გავითვალისწინოთ, რომ პირბადეების შეკერვისას მოგებაზე არ მუშაობენ და მხოლოდ ხელფასებს და სხვა ხარჯებს ისტუმრებენ. ყველა სამკერვალომ მათი ძირითადი საქმიანობა, ანუ შეკვეთებზე მუშაობა შეაჩერა.


ტელესიუჟეტში ყველაზე გამაღიზიანებელი იყო ქართული წარმოების პირბადეების ნაგავად მოხსენიება, რაც ეპიდემიის დროს ამ პირბადეებისადმი მოსახლეობის უნდობლობის გაღვივებას იწვევს. წესით მედია უნდა მოუწოდებდეს ატარონ ეს პირბადეები.


მანამდე იყო ინფორმაციის გავრცელება და მისი ტირაჟირება, თითქოს პირბადეების ერთ-ერთი მთავარი მომწოდებლის თანამშრომელი დავირუსდა.


ამ ყველაფრის პარალელურად ამბობთ კრიტიკიდან გამოვედითო.


ხალხნო, კრიტიკიდან ან რჩევების მიცემიდან ნუკი გამოდიხართ, კრიტიკაც უნდა იყოს და რჩევრბიც, პოლიტიკური ბრძოლის ეტაბიდან დროებით გამიდით მეთქი, რამდენჯერმე დავწერე ამ თვეების მანძილზე.


როცა ბაზარზე დომინანტ და ყველაზე ხარისხიან პირბადეებს ნაგავს ეძახით, მთავრობას ებრძვით, თუ ხალხს?


ახლა ავტომანქანებით გადაადგილებას აკრიტიკებთ, ექიმებს ძალად ათქმევინესო... უკომენტაროდ!


აი ამიტომ ზიხართ ტიტანიკზე. სხვათაშორის, ტიტანიკიდან ბევრი გადარჩა და ქვეყნისთვის იქნება კარგი, რაც მეტი ჯანსაღი გადარჩება. ეს კეთილი რჩევაა და რეალობის შეფასება. გადახედეთ ხალხის განწყობებს.


სამკერვალოების მფლობელებს კი, იმის გამო, რომ უცხოურ ბრენდების შეკვეთები შეწყვუტეს და ქვეყნის პირბადეებით, ასევე დამცავი საშუალებებით უზრუნველყოფა დაიწყეს, მადლობა უნდა ვუთხრათ, მადლობა. ცალკე მადლობა უსასყიდლოდ გადმოცემული პირბადეებისთვის!"-წერს ის.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ