დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

„ბორდერიზაცია“ თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის მხრიდან დაუშვებელია - მოვუწოდებ დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის და რუსეთის წარმომადგენლებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ეს ქმედებები“ 17.04.2020 22:31

შემდგომი „ბორდერიზაცია“ საქართველოს თვითგამოცხადებული რეგიონის, სამხრეთ ოსეთის მხრიდან სრულიად დაუშვებელია, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა "ტვიტერზე" დაწერა. ჰარცელი მოუწოდებს, დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის და რუსეთს შეწყვიტონ აღნიშნული ქმედებები. "შემდგომი „ბორდერიზაცია“ საქართველოს თვითგამოცხადებული რეგიონის, სამხრეთ ოსეთის მხრიდან სრულიად დაუშვებელია. მოვუწოდებ დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის და რუსეთის უსაფრთხოების სფეროს წარმომადგენლებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ეს ქმედებები და თავი შეიკავონ ნებისმიერი ნაბიჯებისგან, რომელმაც შესაძლოა სიტუაციის ესკალაცია გამოიწვიოს" ,- წერს ჰარცელი.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ