დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

„ჩვენ თავისუფლად შეგვიძლია შიდა მოთხოვნის დაკმაყოფილება სასურსათე პროდუქციის დიდი ნაწილის წარმოებით, ხორბლის მარაგების შექმნითაც კი“ - თვითკმარი ეკონომიკის სტრატეგია 18.04.2020 17:01

გიორგი ცუცქირიძის ბლოგი:

 

გვიჩნდება შესაძლებლობა, რომელიც ბოლო 30 წელია არ გვქონია. კრიზისები ხშირად აჩენენ კარგ შესაძლებლობებს პოსკრიზულ პერიოდებში ეკონომიკის გასაძლიერებელად. ნიშანდობლივია, რომ გასულ საუკუნეში პანდემიების შემდგომი პერიოდები ხასიათდებოდა ჯანდაცვის რეფორმებით, რაც ვაქცინაციით, პრევენციის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედროვე საშუალებების დანერგვის თავისებური ინსპირატორიც კი გახდა. გლობალურმა ვირუსულმა პანდემიამ, თუნდაც 2007 წლის გლობალურ კრიზისთან შედარებით, მიწოდების სერიოზული შოკები გამოიწვია, როგორც საწვავზე, ასევე სამედიცინო აპარატურაზე და რაც მთავარია, სტრატეგიულ სასურსათო პროდუქციაზე. ბუნებრივია, პოსკრიზისული პერიოდიც ავტარკიული ტენდენციების გაძლიერებისაკენ წავა და სწორედ აქ გვიჩნდება კარგი შანსი თვითკმარ ეკონომიკაზე გადასასვლელად. შესაძლებლობა, რომელიც დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ამ 30 წლის განმავლობაში შეიძლება არც გვქონია. მოთხოვნის და მიწოდების შოკების გავლენამ გლობალურ ეკონომიკაზე, შეცვალა საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების დაფინანსების სტრატეგიაც. დღეს როგორც სავალუტო ფონდი, ისე იბიარდი და მსოფლიო ბანკი, მხარს უჭერენ ქვეყნების ძალისხმევას შიდა მოთხოვნის საკუთარი რესურსებით დასაკმაყოფილებლად, რაც თუნდაც გუშინ ასე არ იყო, გლობალურ ბაზარზე მიწოდების სიჭარბის გამო!.

 

ეს უპრეცედენტო საერთაშორისო დახმარება, რომელიც 4 მილიარდამდეც კი შეიძლება გაიზარდოს, გვაძლევს წინაპირობას ქვეყნის კონკურენტუნარიანობის გასაზრდელად და ეკონომიკის დივერსიფიკაციისათვის. თავის მხრივ, უნდა აღინიშნოს, რომ ეს დახმარება არის დიდწილად იმ მიმდინარე რეფორმების დამსახურება, რასაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს. პირველ რიგში ეს არის მაკროეკონომიკური მდგრადობა, რაც შედარებით დაბალმა საგარეო ვალმა, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირებამ, მზარდმა წმინდა ექსპორტმა, ფისკალური რისკების შემცირებასთან ერთად განაპირობა, გაზრდილ საერთაშორისო რეზერვებთან და საბანკო სექტორის კაპიტალის მაღალ ბუფერთან ერთად. მაკროეკონომიკური მდგრადობა, არაერთხელ იყო აღნიშნული სსფ-ის თუ მსოფლიო ბანკის გასული 2019 წლის მოხსენებებში თუ სხვადასხვა საერთაშორისო რეიტინგებში.

 

პირველ რიგში, ეკონომიკის ტრანსფორმაცია უნდა მოიცავდეს ეკონომიკის სექტორალურ გადაწყობას ტურიზმიდან აგროსექტორის და დამამუშავებელი მრეწველობის მიმართულებით და ასდევე ცოდნაზე დამყარებული სერვისების მიმართულკებით, რომელიც გაცილებით მაღალ დამატებულ ღირებულებას ქმნის. ეს ეხება ინვესტიციების მოზიდვას შედარებით მაღალტექნოლოგიურ სექტორებში, თუნდაც აგროსექტორში თანამედროვე სასათბურე მეურნეობების განვითარებით და სამაცივრე ინფრასტრუქტურის გაფართოებით, რაც სხვა დროსაც აღმინიშნავს. ჩვენ თავისუფლად შეგვიძლია შიდა მოთხოვნის დაკმაყოფილება სასურსათე პროდუქციის დიდი ნაწილის წარმოებით, ხორბლის მარაგების შექმნითაც კი. დამამუშავებელ მრეწველობაში ასევე შეგვიძლია პრაქტიკულად მთელი სამედიცინო პროფილის პროდუქციის წარმოება, ფარმაცევტულ მრეწველობასთან ერთად, პირბადეებით დაწყებული, სპეც ტანსაცმლით და აპარატურით დამთავრებული; რაც მთავარია, აქცენტები უნდა გადავიდეს ისეთ წარმოებაზე, რომელიც შიდა მოთხოვნის დაკმაყოფილებასთან ერთად, ამ სახის პროდუქციას ექსპორტსაც უზრუნველყოფს, ზრდის და დივერსიფიკაციის მიმართულებით;

 

თავად ტურისტული ინფრასტრუქტურაც უტურისტული პროდუქტებიც და ქვეყნის პოზიციონირებაც უნდა შეიცვალოს ისეთი მიმართულებების განვითარებით, რომლებიც შედარებით მაღალ დამატებულ ღირებულებას გამოიმუშავებს. მაგალითად, რეკრეაციული ტურიზმი თუ მას მწვანე ეკონომიკის კონცეფციაშიც ჩავსვამთ, რასაც ბუნებრივ-კლიმატური პირობები და ნიადაგი იძლევა, შევძლებთ მაღალხარჯვიან ბაზრებზე გასვლასაც. ჩვენ, ასევე გვიჩნდება კარგი შესაძლებლობა გავზარდოთ ქვეყნის კონკუტრენტ უნარიანობა, უმოკლეს პერიოდში ციფრული ტექნოლოგიების დანერგვის და სრულყოფის მიმართულებით. ეს ეხება როგორც სამთავრობო სერვისების განვითარებას, მაგალითად საგადასახადო კუთხით დაწყებული რეფორმის გაფართოებას და ჰორიზონტალური მონიტორინგის მოდელით ონლაინ პლათფორმაზე გადასაყვანად, ასევე კერძო სექტორის გადაწყობითაც ონ ლაინ გაყიდვების სერვისების ფართე დანერგვით, რაც უკვე დაწყებულია და კარგ პერსპექტივებსაც აჩენს.

 

თვითკმარ ეკონომიკაზე და დამატებული ღირებულების სტრატეგიაზე გადასვლით, და სატრანსპორტო არტერიების მზარდი მოდერნიზაციით, რისი ბაზისიც ნამდვილად გვაქვს, თუნდაც მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების სახით. ანაკლიის პორტის პერსპექტივასაც თუ ჩავრთავთ, თავისუფლად შეგვიძლია ეკონომიკური ზრდის პოტენციური დონის მნიშვნელოვანი დაჩქარება, რაც სამუშაო ადგილების ზრდასაც ხელს შეუწყობს, ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლებსაც და შესაბამისად, ეკონომიკური ზრდა იქნება მეტად ინკლუზიური.

 

დარჩი სახლში და იმედით შეხედე მომავალს!

აღდგომას გილოცავთ!

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ