დღე: 27

ღამე: 12

USD 2.676

EUR 2.8713

შიში კარგად იყიდება - „ვაშინგტონ თაიმსის“ ჟურნალისტი მოუწოდებს მსოფლიო მედიასაშუალებებს, შეაჩერონ კორონავირუსთან დაკავშირებული ისტერიის გაღვივება 18.04.2020 21:08

დაახლოებით ერთი წლის წინ, ჩვენს კოლექტიურ ლექსიკონში "კორონავირუსის" ტერმინის შესვლამდე, დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრებმა ამერიკაში (CDC) განაცხადეს, რომ 2018-2019 წლის ზამთრის სეზონის რამდენიმე მოკლე კვირაში, გრიპით დაავადდა 6-დან 7 მილიონამდე ამერიკელი. დაახლოებით ნახევარმა მათგანმა ექიმებს დახმარებისათვის მიმართა, დაახლოებით 69 000-დან 84 000-მდე ადამიანი კი საავადმყოფოში გადაიყვანეს. სასიხარულო ამბავი იყო ის, რომ CDC-ს განცხადებით, ეპიდემია წინა 2018 წელთან შედარებით ისეთი მწვავე არ იყო. 2018 წელს CDC-ი აცხადებდა, რომ გრიპით დაავადდა 49 მილიონი ამერიკელი. საავადმყოფოში 960 000 ადამიანი მოხვდა, 80 000-ზე მეტი ადამიანი კი გარდაიცვალა. თქვენ სწორად წაიკითხეთ, 2018 წელს შეერთებულ შტატებში გრიპით 80 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.



2020 წელს მსოფლიო უკიდურეს პანიკაში კორონავირუსის გამო აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ ოსტინის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრმა განაცხადა, რომ "არ არსებობს მტკიცებულება, რომ ნებისმიერი შეკრების დახურვა საზოგადოებას უფრო უსაფრთხოს გახდის", ყველგან მაინც ვითარდება პანიკა, - ისტერია კორონავირუსის ირგვლივ მთელ მსოფლიოში ხდება. საუდის არაბეთმა შეაჩერა პილიგრიმების მოგზაურობა მექაში, იტალიის პრემიერ მინისტრმა, ჯუზეპე კონტემ ბრძანება გასცა ქვეყნის ჩრდილოეთ რეგიონის, ლომბარდიისა და მიმდებარე 14 პროვინციის ჩაკეტვის შესახებ, რათა შეჩერებულიყო კორონავირუსის გავრცელება. საჯარო სკოლები შეერთებული შტატების მასშტაბით იკეტება. იაპონიის ქალაქის მერი კი გვთავაზობს 2020 წლის ოლიმპიადის ჩატარების გაუქმებას. ისტერია. სრული ისტერია.



შესაძლებელია თუ არა, რომ კორონავირუსი იყოს რაღაც არანაკლები, ვიდრე შავი ჭირის მეორედ მოსვლა? უოლ სტრიტის დანაკარგი მილიარდობით დოლარს შეადგენს, უქმდება ფესტივალები, თამაშები, სკოლები, საეკლესიო მომსახურება და სხვა. ერთი სიტყვით, ისტერიაა. 2018 წელს გრიპის ნიშნებით აშშ-ში საავადმყოფოში თითქმის 1 მილიონი ადამიანი გადაიყვანეს. 80 000-ზე მეტი გარდაიცვალა. თამაშები და კონცერტები არ გაუქმებულა. ფრენები გაგრძელდა ისე, როგორც თავდაპირველად იყო დაგეგმილი. ბიზნესი არ გაჩერებულა, მიუხედავად 80 000 დაღუპულისა. ახლა კი, რატომ ხდება მთლიანი ეს ისტერია?  შეიძლება, იმის გამო, რომ მედია საშუალებებმა იციან, - შიში კარგად იყიდება. ყოველწლიურად ქარიშხლის სეზონის განმავლობაში ამინდის ტელეარხი გვამცნობს, რომ მოახლოებული ქარიშხალი, შესაძლოა, აშშ-ი ყველაზე უარესი ქარიშხალი იყოს ქრისტეფორე კოლუმბის ჩამოსვლის შემდეგ და მილიონობით შიშით შეპყრობილი ადამიანი აცარიელებს ადგილობრივ სასურსათო მაღაზიებს წყლისა და დაკონსერვებული საქონლის საშუალებებისგან. კორონავირუსის გაჩენის შემდეგ კი, მედია საშუალებები შიშის გაყიდვის ახალ დონეზე გადავიდნენ. გაჩერდით. გთხოვ, გაჩერდით. შეაჩერეთ ისტერია. შეაჩერეთ პანიკა. შეაჩერეთ შიში. შეწყვიტეთ უწყვეტი საუბარი კორონავირუსზე".

 

 


წყარო: tinp.ge

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ