დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

"მე ვარ 80 წლის და მე დავამარცხე კორონა ვირუსი - 10 დღეღამის განმავლობაში ურთულესი გზა გავიარე სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე“ 18.04.2020 23:21

80 წლის გიული ურუშაძე, ერთ-ერთი იმათგანია, ვინც საქართველოში კორონავირუსი დაამარცხა. ამის შესახებ ის თავად წერს სოციალურ ქსელში:

 

"მე ვარ 80 წლის და მე დავამარცხე კორონა ვირუსი. 10 დღეღამის განმავლობაში ურთულესი გზა გავიარე სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე. ჩემი გადარჩენისათვის, ჩემთვის სიცოცხლის შენარჩუნებისთვის, მინდა უდიდესი მადლობა გადავუხადო პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალურ დირექტორს, პროფესორ ლევან რატიანს და მის არაჩვეულებრივ კოლექტივს, რომელის მუშაობასაც თვალს ვადევნებდი რეანიმაციაში ყოფნის დროს. ვხედავდი, როგორ პროფესიონალურად, თავდაუზოგავად მუშაობდნენ ისინი. მადლობა მათ! განსაკუთრებული მადლობა უმაღლესი კლასის პროფესიონალს, პროფესორ კახა ჭელიძეს იმ სითბოსა და გულისხმიერებისთვის, რომელიც მაინ გამოიჩინა ჩემს მიმართ. მეგობრებო, გავუფრთხილდეთ ჩვენს არაჩვეულებრივ ექიმებს, ისინი ჩვენ გვჭირდებიან და ამიტომ დავრჩეთ სახლში," წერს გიული ურუშაძე.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ