დღე: 25

ღამე: 12

USD 2.691

EUR 2.8756

„კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში ბიზნესმენი 25.5 მილიონ გირვანქა სტერლინგის დონორობას ახორციელებს“. 20.04.2020 13:15

ბრიტანულ გაზეთ «Daily Express»-ში გამოქვეყნებულია სტატია „კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში ბიზნესმენი 25.5 მილიონ გირვანქა სტერლინგის დონორობას ახორციელებს“.


პუბლიკაციის ავტორი, „დეილი ექსპრესისპოლიტიკური რედაქტორი დეივიდ მედოქსი აღნიშნავს, რომ ქართველი ბიზნესმენი უმსხვილესი კერძო დონორია მსოფლიოში კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში. როგორც სტატიაში ნათქვამი, საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, მილიარდერმა ბიძინა ივანიშვილმა, ოჯახთან ერთად, საქართველოს მთავრობის STOPCOV ფონდში 100 მილიონი ლარი გადარიცხა, რაც დაახლოებით 25.5 მილიონი გირვანქა სტერლინგია.


სტატიაში მოყვანილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას ციტატა – „ეს თანხები მოქალაქეების კეთილდღეობას მოხმარდება „კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ ბრძოლაში. ჩვენ ორ ფრონტზე ვიბრძვით – ჯანდაცვისა და ეკონომიკის. მობილიზებული რესურსები ამ მიზნების მიღწევას მოხმარდება. ფონდი „ქართუ“ და ბიძინა ივანიშვილი მილიარდობით ქველმოქმედებას ეწევიან ქვეყანაში. ეს კიდევ ერთი დამადასტურებელი ფაქტია ჩემთვის, როგორც პრემიერ-მინისტრისთვის, რომ ჩვენ ქვეყანაში გვყავს უნიკალური დაზღვევა ამ ადამიანის, საქართველოს მოქალაქის სახით. სადაც ქვეყანას სისტემური ჩავარდნა აქვს, ეს ადამიანი და ეს ფონდი გვეხმარება ყველგან“.


„დღეს საქართველოს მოსახლეობას შეუძლია იხილოს, როგორ მუშაობს ეს დაზღვევა რეალურ ცხოვრებაში. ეს ფული უამრავ სიცოცხლეს გადაარჩენს და დაეხმარება ყველა ქართველს, დაძლიოს ეს კრიზისი. ბატონმა ივანიშვილმა და მისმა ოჯახმა, ფონდ „ქართუს“ საშუალებით, საქართველოში სხვადასხვა სფეროში სამ მილიარდ დოლარზე მეტი ქველმოქმედება გაიღეს, დაწყებული თეატრებისა და სპორტული ცენტრების მშენებლობით, დამთავრებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რესტავრირებით. ივანიშვილის ქველმოქმედება მხოლოდ ჯანდაცვაში 500 მილიონ დოლარს შეადგენს. ეს საჩუქარი, საქართველოს ისტორიაში ჯანდაცვასთან დაკავშირებული უმსხვილესი კერძო ერთეული კონტრიბუცია, უზრუნველყოფს მნიშვნელოვან ფინანსურ დახმარებას საქართველოს მთავრობის ძალისხმევისადმი, კორონავირუსით გამოწვეული ნეგატიური ეკონომიკური შედეგების გამოსწორებაში“, - ხაზგასმულია სტატიაში.

 

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: https://www.express.co.uk/news/world/1270715/coronavirus-donation-world-largest-donation-georgia-businessman-covid19?fbclid=IwAR1UISVB6IACyTo-h_RQB6MhEpCZ0GuHHS4Srbcn_sw69ucXA1Rnl5UHWBQ

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ