დღე: 30

ღამე: 14

USD 2.6728

EUR 2.8532

"საქართველოში კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობამ 400-ს გადააჭარბა" - უცხოური პრესა 21.04.2020 11:17

დღევანდელ, 21 აპრილის უცხოურ მასმედიაში საქართველო ძირითადად კვლავ კორონავირუს „კოვიდ-19“-თან ბრძოლის კონტექსტშია მოხსენიებული: აშშ-ის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის და თურქეთის მასობრივი ინფორმაციის საშუალებების - „ესოშეითედ პრესის“, „როიტერის“, „დოიჩე ველეს“ და „თურქიეს“ მიერ გამოქვეყნებულია სტატისტიკური მონაცემები სათაურით „საქართველოში კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობამ 400-ს გადააჭარბა“.


პუბლიკაციებში აღნიშნულია, რომ სამხრეთ კავკასიურ სახელმწიფოში - საქართველოში დარეგისტრირებულია 402 „კოვიდ-19“-ით დაინფიცირებული, მათგან უკვე გამოჯანმრთელდა 95 ადამიანი, გარდაცვლილია მხოლოდ 4, რაც რეგიონის მასშტაბით ყველაზე მცირე და შესაბამისად, პოზიტიური მაჩვენებელია. იმავდროულად, ინფორმაციებში აღნიშნულია, რომ ქვეყნის ხელისუფლებამ საგანგებო მდგომარეოის რეჟიმი 10 მაისადმე გააგრძელა.


წყარო: https://www.turkiyegazetesi.com.tr/dunya/698071.aspx

 

მოამზადა - სიმონ კილაძემ

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ