დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

ქართულმა ოპოზიციამ საზოგადოებას თავი მთავრობის მიმართ აბსურდული მოთხოვნით შეახსენა 21.04.2020 11:30

რუსულ პრესაშიც საქართველოში არსებული სიტუაცია უმთავრესად კორონავირუსის ფონზე შუქდება. ასე, მაგალითად, „ნეზავისიმაია გაზეტა“-ში («Независимая газета») გამოქვეყნებულია სტატია „ქართულმა ოპოზიციამ საზოგადოებას თავი მთავრობის მიმართ აბსურდული მოთხოვნით შეახსენა“, რომელშიც პანდემიასთან ბრძოლის დროს ოპოზიციისა და ხელისუფლების ურთიერთდამოკიდებულების ზოგიერთი მომენტია გადმოცემული.


„საქართველოს მთავრობამ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი 10 მაისამდე გააგრძელა. ეს დადგენილება პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს. ოპოზიციამ განაცხადა, რომ თუ მთავრობა ეკონომიკის გადარჩენის გეგმას არ წარმოადგენს, ის საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას ხმას არ მისცემს. კაცმა რომ თქვას, ოპოზიციის განცხადებას არანაირი ფასი არ აქვს, რადგან მმართველ „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში საკმარისზე მეტი რესურსი აქვს თავისი მიზნის განხორციელებისათვის, თუმცა რეალობაც მოითხოვს იმას, რომ ასე მოხდეს: ეპიდემიოლოგთა აზრით, კორონავირუსის გავრცელებას ჯერ თავისი პიკისთვის არ მიუღწევია - არავინ იცის, რა შედეგი ექნება აღდგომის დროს ეკლესიებში მრევლის მისვლას“, - აღნიშნულია პუბლიკაციაში, - მართალია, დისტანცია დაცული იყო, მაგრამ ამ შემთხვევაში დისტანცია მეათეხარისხოვანია - მთავარი საფრთხე იმაშია, რომ მრევლი ზიარებას ერთიდაიგივე ჭურჭლიდან იღებდა...“.


„ობიექტურად რომ ვთქვათ, ქვეყნის ხელისუფლებამ პანდემიის დღეებში ბევრისთვის გასაკვირად საკმაოდ გაბედულად და საქმის ცოდნით იმოქმედა“, - ხაზს უსვამს გაზეთი, - რითაც ოპოზიციას კრიტიკისათვის არანაირი სესაძლებლობა არ დაუტოვა. მთავრობის მიერ დროულად მიღებულმა ზომებმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის, საერტაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და დასავლელ პარტნიორთა მოწონება დაიმსახურა. ერთადერთი სისუსტე ხელისუფლებამ მხოლოდ ეკლესიის საკითხში გამოავლინა - ვერ მოახერხა საპატრიარქოს დარწმუნება, რომ სააღდგომო მასობრივი წირვა არ ჩატარებულიყო. პრინციპში, მთავრობამ ამ შემთხვევაშიც ყველაფერი გააკეთა, რაც შეეძლო. მეტის გაკეთება იმას ნიშნავდა, რომ მმართველი პარტია ეკლესიასთან დაპირისპირებაში შესულიყო, რაც „ქართულ ოცნებას“,  მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების გამო, სრულიადაც არ აწყობს. ანუ მთავრობა ავტორიტეტულ ინსტიტუტთან ღია კონფლიქტს მოერიდა.


ამის მიუხედავად, ოპოზიციამ მაინც გადაწყვიტა ხელისუფლების ერთგვარი სისუსტით ესარგებლა და „მტკივნეულ წერტილზე“ დაერტყა - განაცხადა, რომ ეკონომიკური სიტუაცია გაუარესდა, ბიზნესი გაჩერდაო და ეკონომიკის გადარჩენის გეგმის წარდგენა მოითხოვა, მაგრამ მთავრობამ ამ საკითხშიც, შეიძლება ითქვას, მოვლენებს დაასწრო - საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მეორე დღიდანვე ეკონომიკური სიტუაცია მისი ზრუნვის საგნად იქცა და ყოველდღიურად დაზუსტებებს ახდენდა“, - აღნიშნულია სტატიაში, რომელშიც ჩამოთვლილია მიღებული ზომები როგორც ეკონომიკის, ასევე მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის საკითხებში, მათ შორის ის, რომ მთავრობამ კომუნალური გადასახადების დაფინანსება ბიუჯეტის ხარჯზე განახორციელა, სამი თვის განმავლობაში. გარდა ამისა, პრემიერი და მისი გუნდი აქტიურად მუშაობს უცხოური დახმარების მიზიდვის საკითხშიც... მოკლედ, როგორც სტატიაშია ნათქვამი, ოპოზიციას ხელისუფლების გასაკრიტიკებლად სულ უფრო ნაკლები მიზეზები რჩება.


წყარო: http://www.ng.ru/cis/2020-04-20/5_7848_georgia.html


მოამზადა - სიმონ კილაძემ

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ