დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

"განახლებული მონაცემები „კოვიდ-19“-ის შესახებ თბილისიდან: დასნებოვნების 408 შემთხვევა და საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის სავარაუდო გაგრძელება“ 22.04.2020 12:59

ამერიკულ „ფორბს-ში Forbes») გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „განახლებული მონაცემები „კოვიდ-19“-ის შესახებ თბილისიდან: დასნებოვნების 408 შემთხვევა და საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის სავარაუდო გაგრძელება“ (ავტორი - ბრიანა ვილსონი), რომელშიც საქართველოს მთავრობის ძალისხმევა ვირუსის წინააღმდეგ პოზიტიურად არის შეფასებული.


ავტორი აღნიშნავს, რომ იგი თვალს ადევნებდა აშშ-ში სიტუაციის გაურესებას და როცა მისი მეგობრები უკან, აშშ-ში ბრუნდებოდნენ,  მან ყველაზე უკეთეს ვარიანტად საქართველოში დარჩენა მიიჩნია. „მე სულ უფრო მეტად ვრწმუნდები, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე. ყოველდღიურად ვამოწმებ სტატისტიკას, რომლის თანახმად, ბოლო მონაცემებით (21 აპრილის მდგომარეობით), ქვეყნის მასშტაბით დასნებოვნების მხოლოდ 408 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათგან 97 გამოჯანმრთელდა და გარდაიცვალა მხოლოდ 4 ადამიანი“, - აღნიშნავს ბრიანა ვილსონი.


პუბლიკაციაში ჩამოთვლილია საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებული ღონისძიებები როგორც კორონავირუსის გავრცელების შესაკავებლად, ასევე მოსახლეობის სოციალური დაცვის მიზნით. ავტორი დადებითად მოიხსენიებს სამთავრობო ვებ-საიტის stopcov.ge-ს მუშაობასაც, „რომელიც მოსახლეობისათვის ძალიან კარგ საინფორმაციო რესურსს წარმოადგენს“.

 

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: https://www.forbes.com/sites/breannawilson/2020/04/21/a-covid-19-update-from-tbilisi-georgia-408-confirmed-cases-and-a-likely-state-of-emergency-extension/?ss=forbes-travel#1085692e7c3d

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ