დღე: 30

ღამე: 14

USD 2.6728

EUR 2.8532

„ცეკვა სახლში: ქართული ეროვნული ბალეტის გაკვეთილები ონლაინ-რეჟიმში“ 22.04.2020 13:22

საქართველოში კორონავირუსის ეპიდემიის ფონზე ბრიტანული „როიტერი“ ავრცელებს კიდევ ერთ სტატიას სათაურით „ცეკვა სახლში: ქართული ეროვნული ბალეტის გაკვეთილები ონლაინ-რეჟიმში“, რომელშიც საუბარია ქართული ცეკვების ანსამბლის საქმიანობის ახალ მიმართულებაზე მას შემდეგ, რაც საცეკვაო სკოლა ვირუსის გამო დაიხურა. არადა, ამ სკოლაში დაახლოებით 5 ათასამდე ბავშვი ეუფლებოდა ქართული კულტურისათვის საამაყო ეროვნულ ცეკვებს. „ჩვენ ონლაინ-გაკვეთილების რეჟიმზე გადავედით, რაც ყველასთვის ხელმისაწვდომია - როგორც ჩვენი მოსწავლეებისათვის, ასევე მათთვისაც, ვისაც ქართული ეროვნული ცეკვები უყვარს“, - ამბობს „როიტერის“ კორესპონდენტთან საუბარში ანსამბლის ხელმძღვანელი ნინო სუხიშვილი. „ეს ჩვენთვის ახალი გამოწვევაა“, - აღნიშნავს ანსამბლის სოლისტი ნუცი ხუციშვილი, - „მაგრამ უმჯობესია ასეთი ფორმით გავაგრძელოთ სწავლა, ვიდრე სახლში დავრჩეთ და უმოძრაოდ ვიჯდეთ“. როგორც სტატიაშია აღნიშნული, კორონავირუსის პანდემიის გამო ქართულ ეროვნული ბალეტი იძულებული გახდა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში დაგეგმილი გასტროლები გადაედო.

 

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: https://www.reuters.com/article/us-health-coronavirus-georgia-dance/dance-at-home-georgian-national-ballet-moves-lessons-online-idUSKCN2231NB

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ