დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

"ეს გადაწყვეტილება მთლიანად მოქალაქეთა ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის შექმნილი საფრთხის კომპეტენტურ შეფასებას ემყარება" 22.04.2020 13:32

ბლოგერი დავით ზარდიაშვილი სოციალურ ქსელში წერს:


"ხელისუფლების გადაწყვეტილება - ერთი თვით გააგრძელოს საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადა, არის მდგომრეობის შესაბამისი და ამდენად, პრაქტიკულად - უალტერნატივო. 


ეს გადაწყვეტილება მთლიანად მოქალაქეთა ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის შექმნილი საფრთხის კომპეტენტურ შეფასებას ემყარება; ჩვენი ეპიდემიოლოგების და ინფექციონისტების კომპეტენტურობა და მაღალი პროფესიონალიზმი  ობიექტურად განწყობილ არც ერთ მოქალაქეში ეჭვს არ იწვევს; ღრმად არასერიოზულია სხვადასხვა ჯურის დილეტენტების მიერ მათი პოლიტიკურად მოტივირებული კრიტიკა; ყველაზე კარგი კრიტერიუმი კომპეტენტურობის სადემონსტრაციოდ - პანდემიასთან ბრძოლაში საქართველოს შთამბეჭდავი შედეგებია და ამ შედეგების უარყოფა, ჩვენი ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანობის, დაავადებათა კონტროლის ცენტრის და მთლიანად ექიმთა კორპუსის პროფესიონალიზმის,  საქმისადმი თავდადების დაუნახავობა და დაუფასებლობააა. ეს  საშიში სიბრიყვეც არის და უარესიც - უსინდისობაც; 


ხელისუფლების ამ გადაწყვეტილების, ვინაიდან იგი კომპეტენტურობას ემყარება და არა სხვა რაიმე პოლიტიკურ მიზანშეწონილობას,   ამჟმინდელი კრიტიკა  სუბიექტურია, ხელოვნურად გაღვივებული და არა ობიექტური არგუმენტებით განპირობებული; 


ბუნებრივია, შეზღუდვებს უაღრესად ნეგატიური გავლენა ექნება ისედაც სუსტ ეკონომიკაზე; ამიტომ მთავრობის ეფექტურობა და ეფექტიანობა იმითიც შეფასდება, რამდენად მოხერხდება ამ ნეგატიური გავლენების მინიმიზაცია, საკმაოდ მძიმე სოციალური ფონის კრიტიკულობამდე დამძიმების არ დაშვება; ჯერჯერობით - არსებული რესურსებისა და შესაძლებლობების ფარგლებში, ობიექტურად ძნელია ხელისუფლებას რაიმე არსებითი პრეტენზიები წაუყენოთ;


ოპოზიციის ვითომცდა მყარი არგუმენტი - ანტიკრიზისული გეგმის გარეშე ამ გადაწყვეტილებას მხარს ვერ დაუჭერთო - სუსტია და ამთავითვე ცხადია, რომ გასაზიარებელი არ არის: ჯერ ერთი, მთავრობამ განაცხადა, რომ ასეთ გეგმას წარადგენს 24 აპრილს და მეორეც, მიუხედავად იმისა, როგორი იქნება ეს გეგმა, საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას მაინც არა აქვს ალტერნატივა; გეგმის კრიტიკას  და თუ საჭიროა, არც მის კორექტირებას საგანგებო სიტუაცია ხელს ვერ შეუშლის; ანტიკრიზისული გეგმა აუცილებელია, მაგრამ იგი საგანგებო მდგომარეობის განმაპირობებელი ფაქტორი არ არის - განმაპირობებელი ეპიდსიტუაციაა. 


რაც შეეხება ხელისუფლების კრიტიკისთვის მოხმობილ სხვადასხვა არასერიოზულ არგუმენტებს, მაგ. ბერასა და ბიძინას სახალისო ვიდეოს: ბუნებრივია - არაჯანსაღი კრიტიკისა და უარესიც -  ბულინგისთვის მისი გამოყენება ოპოზიციის სიმდაბლისა და არაადექვატურობის კიდევ ერთი მაგალითია: იმ ვიდეოდან გარდა იმისა, რომ ბიძანა მხნედ არის, კარგ ფორმაშია, არც ასაკი ეტყობა,  ბერას სიცოცხლის ხალისსა თუ სიმკვირცხელში არ ჩამორჩება, პირადად მე -   სხვა ვერაფერი დავინახე. 


რასაკვირველია, ეს სახალისო ვიდეო - ადამიანების გასამხნევებლად იყო გამოქვეყნებული და თუკი ვინმე გააღიზიანა, ის ისედაც საკმაოზე მეტად არის გაღიზიანებული და მას ფსიქოლოგიურადაც რეაბილიტაცია სჭირდება.


დეპრესიულობა, ხელების ჩამოყრა, გულის გატეხვა, შიში, დაძაბუნება, ბუზღუნი, წუწუნი და ვიშ-ვიში - ეპიდემიას არ უხდება! ჯანსაღად უნდა შევხედოთ ამ მძიმე შეზღუდვებსაც და ღირსეულად ავიტანოთ, რაც არ უნდა მძიმე იყოს. 


ერთი თვე - მარადისობა არ არის. მით უმეტეს, მანქანებზე შეზღუდვა ერთ კვირაში უქმდება და ნელ-ნელა, თუ ღვთის ნებით და ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით ეპიდემიის გავრცელების საფრთხე არ გაიზრდება, ყველა შეზღუდვა ნელ-ნელა, ეტაპობრივად მოიხსნება! 


ყველაფერი კარგად იქნება!"- წერს ის.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ