დღე: 25

ღამე: 12

USD 2.691

EUR 2.8756

"საგანგებო ვითარების გაგრძელება არ უნდა იყოს აღქმული ისე, თითქოს 22 მაისის ჩათვლით გაგრძელდება ყველა იმ შეზღუდვის მოქმედება, რომელიც დღეს არის დაწესებული" 22.04.2020 17:17

ჩვენ ორ ფრონტზე ვიბრძვით, ერთი არის ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა და მეორე ბრძოლის ხაზი გადის ეკონომიკის ჯანმრთელობაზე, ჩვენი ქვეყნის მომავალზე და მის განვითარებაზე, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

 

როგორც ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, საკარანტინო ზომები და საგანგებო მდგომარეობა არის, ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი საშუალება COVID 19-თან საბრძოლველად, რაზეც მთელი მსოფლიო თანხმდება.


,,საგანგებო ვითარების გაგრძელება, არ უნდა იყოს აღქმული ისე რომ 22 მაისის ჩათვლით გაგრძელდება ყველა იმ შეზღუდვის მოქმედება, რომელიც არის დაწესებული დღეს. საგანგებო მდგომარეობა არის სამართლებრივი სტატუსი, ბერკეტი, რომელიც სახელმწიფოს მის სტრუქტურებს აძლევს შესაძლებლობას თუნდაც გარკვეული შეზღუდვები დააწესოს, ან მოხსნას. ეს შეზღუდვებიც თანდათან იცვლებოდა, დაავადების გავრცელების რისკიდან გამომდინარე. შესაბამისად, ყველა ეს შეზღუდვა ასევე ეტაპობრივად უნდა მოიხსნას მას შემდეგ, რაც ჩვენი ეპიდემიოლოგიური ვითარება ამის საშუალებას მოგვცემს“, - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

 

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ვიცე-პრემიერის განცხადებით, საგანგებო ვითარების გაგრძელება არის გამოწვეული და დამოკიდებული იმ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე, რომელიც ჩვენ გვაქვს. მისივე შეფასებით, სწორედ აქედან გამომდინარე არის საჭირო, ამ სოციალური დისტანცირების მკაფიოდ და ძალიან მკაცრად დაცვა, იმისთვის რომ მალე გამოვიდეთ საგანგებო ვითარებიდან და ავამოქმედოთ ჩვენი ეკონომიკა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ