დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6728

EUR 2.8532

"მოსახლეობას უნდა ვუთხრა, რომ გარკვეული პერიოდი მოვითმინოთ, გავიჭირვოთ და მივიდეთ ბოლომდე" - პრეზიდენტი 22.04.2020 17:25

მოსახლეობას უნდა ვუთხრათ, რამდენად საჭიროა, რომ გარკვეული პერიოდი მოვითმინოთ, გავიჭირვოთ და მივიდეთ ბოლომდე, რათა შედეგები იყოს რაც შეიძლება მსუბუქი და არ დაგვჭირდეს კიდევ უფრო მკაცრი ზომების განახლება, - ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის საგანგებო სხდომაზე შემაჯამებელი სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრეზიდენტმა საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების აუცილებლობაზე ისაუბრა და ამ საკითხზე პარლამენტში გამართულ დისკუსიას და მათ შორის დეპუტატების მიერ დასმულ კითხვებს გამოეხმაურა.

 

„მინდა მივმართო ჩვენს მოსახლეობას. არავინ არ დაიჯეროს, რომ ის საგანგებო მდგომარეობა, რომელიც ვრცელდება დღეს ქვეყანაში, არის ყველაზე მძიმე. პირიქით, სხვადასხვა ვარიანტებს შორის, რაც არსებობდა, ის რაც დღეს ქვეყანაში არის გავრცელებული, ძალიან ზომიერია. სიტყვა კარანტინი არასწორად იქნა გამოყენებული აქ. კარანტინი ვრცელდება მხოლოდ ზოგ ადგილას, სადაც კლასტერები იყო შემჩნეული და სადაც საჭირო იყო კარანტინი. ეს არ ვრცელდება მთელ ქვეყანაში. ისიც სათქმელია, რომ კომენდანტის საათი, რომელიც 21:00 საათიდან 06:00 საათმადე ვრცელდება, არ არის ადამიანების დაჩაგვრის ფორმა და ის მცდელობა, რომ ადამიანებს გავუჩინოთ განცდა, რომ ამ საგანგებო მდგომარეობით იჩაგრებიან, მემგონი არასწორია. საგანგებო მდგომარეობა არ ნიშნავს, რომ ის ზომები, რაც დღეს არსებობს, 22 მაისამდე გაგრძელდება. რაც უფრო კარგად შევინარჩუნებთ ამ ზომებს სანამ საჭიროა, უფრო მალე მოიხსნება.


ჩვენ მოსახლეობას უნდა ვუთხრათ, თუ რამდენად საჭიროა, რომ გარკვეული პერიოდი მოვითმინოთ გავიჭირვოთ და მივიდეთ ბოლომდე, რათა შედეგები იყოს რაც შეიძლება მსუბუქი და არ დაგვჭირდეს კიდევ უფრო მკაცრი ზომების განახლება, რაც არასოდეს არ არის გამორიცხული, თუკი სიტუაცია გართულდა“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.


პრეზიდენტმა ასევე ანტიკრიზისულ გეგმაზეც ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ მთავრობის გეგმა უპასუხებს ყველა იმ სირთულეს, რაც დღეს არის შექმნილი.


„დღეს მთელი მსოფლიო ზის და ფიქრობს - რა უნდა იყოს მსოფლიოს ის გადალაგება და ახალი შესაძლებლობები თუ სირთულეები, რაც ამას მოჰყვება. ასე რომ, დღეს არავის არ აქვს პოსტკრიზისული გეგმა, ამაზე შევთანხმდეთ. მოლოდინი მაქვს, რომ ის ანტიკრიზისული გეგმა, რაც წარმოდგენილი იქნება, სათანადო იქნება და უპასუხებს იმ მართლაც ძალიან რთულ მდგომარეობას, რაც ქვეყანაში სოციალურად არბეობს. მე დარწმუნებული ვარ ამაში. ესაა ჩვენი ყველას მოლოდინი და არასერიოზულია დღეს იმაზე კამათი, დღესაა, ხვალაა თუ ორ დღეშია მისი წარდგენა“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ