დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

რა მოხდა ყინწვისის მონასტერში სინამდვილეში და რა გახდა სასულიერო პირების დაპირისპირების მიზეზი 22.04.2020 22:08

მოხდა თუ არა რეალურად სასულიერო პირებს შორის დაპირისპირება და რატომ უარყოფენ ყინწვისის მონასტრის ბერები აღნიშნულ ფაქტს, მალავს თუ არა ეკლესია ორ სასულიერო პირს შორის მომხდარ დაპირისპირებას? ფაქტი ერთია, რომ მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე  დაიწყო. მონასტერში მოღვაწე ბერების ნაწილი ჟურნალისტებთან საუბარზე უარს აცხადებს, ნაწილი კი ამბობს, რომ გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა. ერთ-ერთმა სასულიერო პირმა აღნიშნული ინფორმაცია ანონიმურად დაადასტურა. თქვა, რომ მონასტრის წინამძღვარმა, დავით აქიაშვილმა არქიმანდრიტ საბა ჟღენტს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა და ხელში მსუბუქად დაჭრა. მათ შორის დაპირისპირება დავით აქიაშვილისთვის მამა საბას მხრიდან იარაღის ტარების გამო შენიშვნის მიცემას  მოჰყვა. მამა დავითი მიტროპოლიტ იობის უახლოესი გარემოცვაა და რუის-ურბნისის ეპარქიაში განუსაზღვრელი უფლებებით სარგებლობს, ამიტომაც მისთვის ხმის გაცემას ვერავინ ბედავს. 

 

„იარაღით დადის და მისთვის შენიშვნის მიცემას ვერავინ ბედავს. არქიმანდრიტ საბასა და დავით აქიაშვილს შორის დაპირისპირება არაერთხელ მომხდარა. მამა საბას გარდა, მას ხმის გაცემას ვერავინ უბედავს. ყველა ჩუმად ყოფნას ამჯობინებს, რადგანაც საკამოდ დიდი გავლენა აქვს და მას პირადად მიტროპოლიტი იობი მფარველობს. როგორც ამბობენ, სწორედ იარაღის გამო შელაპარაკდნენ. უთქვამს, იარაღით რატომ დადიხარო. უჩხუბიათ და გასროლაც იყო. თავად მამა საბა ამბობს, დაჭრილი არ ვარო. აქ არის სრული განუკითხაობა და ყველა ყველაფერს მალავს“, - ამბობს სასულიერო პირი „რეზონანსთან“. როგორც ცნობილია, ამ დაპირისპირების მიზეზები იცის ეპარქიის მმართველმა მეუფე იობმა, თუმცა მან „რეზონანსის“ სატელეფონო ზარებს არ უპასუხა. მამა ისაია კი „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ ტყუილია გავრცელებული ინფორმაცია და არანაირი იარაღი და ჩხუბი არ ყოფილა. მისი თქმით, ყველაფერი გამოგონილი ამბავია. „არ ვიცი, საიდან რა ინფორმაცია გავრცელდა, მაგრამ სიმშვიდეა და ყველაფერი ტყუილია. სიწყნარეა და წირვა-ლოცვა მიდის. არავის არანაირი იარღი არ ჰქონია და დაჭრილიც ვერავინ იქნება. ჩვენი იარაღი ჯვარი და წირვა-ლოცვაა“, - ამბობს მოძღვარი. 

 

სავარაუდო სისხლიან გარჩევაში მონაწილე სასულიერო პირი მამა საბა (ჟღენტი) კი ჟურნალისტებთან საუბარში აცხადებს, რომ ის არის სასულიერო პირი და საიდუმლოს შენახვის უფლება აქვს, რასაც ნახავს და რაც თავს გადახდება, ყველაფერი რომ ილაპარაკოს, მაშინ სასულიერო პირი აღარ იქნება. „აქედან გამომდინარე, საუბრისგან თავს შევიკავებ. მე ვის რა დავაბრალო, არ ვიცი. ყველაფერს დრო გვიჩვენებს, არაფერი არ არის დაფარული, რომელიც არ გაცხადდესო. ყველაფერი გამოჩნდება და გამოცხადდება. აქ არავინ არ ამოსულა, არაფერი არ მომხდარა. დაჭრილი კიდევ მე არ ვარ. აგერ ორივე ხელს ვამაოძრავებ. დაჭრილი თუ არის კაცი, წაქცეული უნდა იყოს. დღევანდელი წირვაც ჩავატარე“, - ამბობს მამა საბა. 

 

გამოძიება კი   236-ე მუხლით  დაიწყო, რაც  იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს. დამატებით კომენტარს ამ ფაქტთან დაკავშირებით საპატრიარქო არ აკეთებს. 

 

 

 

რეზონანსი

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ