დღე: 30

ღამე: 14

USD 2.6728

EUR 2.8532

უკრაინის რადაში უკვე განიხილება ვიცე-პრემიერის პოსტზე მიხეილ სააკაშვილის კანდიდატურა - ფრაქციაში ამ საკითხზე ერთსულოვნება არ არის 23.04.2020 00:27

უკრაინის რადაში უკვე განიხილება ვიცე-პრემიერის პოსტზე მიხეილ სააკაშვილის კანდიდატურა. ინფორმაციას იტარ-ტასსი ავრცელებს. სააგენტო განცხადებას რადას ერთ-ერთი ფრაქციის, „სლუგა ნაროდას“ თავმჯდომარის მოადგილის ევგენია კრავჩუკის კომენტარზე დაყრდნობით აკეთებს. „კანდიდატურის განხილვა ეტაპობრივად მოხდება. ამჟამად მიმდინარეობს ხმისმიცემის პროცესი ცალკეულ ჯგუფებში. ჩნდება ახალახალი კითხვები. ამიტომ გადავწყვიტეთ, საკითხის განსახილველად გამოტანამდე, დამატებით შევიკრიბოთ და კითხვები დავუსვათ სააკაშვილს“, განაცხადა დეპუტატმა უკრაინული გამოცემა „მიმომხილველისათვის“ მცემულ ინტერვიუში.   

 

უკვე ცნობილია, რომ ფრაქციაში სააკაშვილის ვიცე-პრემიერად დანიშვნის საკითხზე ერთსულოვნება არ არის. რადას დეპუტატი მაქსიმ ბუჟანსკი გამოვიდა ამ იდეის მკვეთრი კრიტიკით. მან სააკაშვილის გუბერნატორად ყოფნის პერიოდს არადამაკმაყოფილებელი უწოდა. დეპუტატის თქმით, სააკაშვილის გათავისუფლება გუბერნატორის პოსტიდან პეტრე პოროშენკოს იმ იშვიათ გადაწყვეტილებებს შორისაა, რომელსაც საზოგადოება  ერთხმად გაგებით შეხვდა. ეს ბუნებრივია, რადგან სააკაშვილი სრულიად შეუფერებელი იყო ამ თანამდებობისთვის. დეპუტატის აზრით, სააკაშვილმა დაანგრია ყველაფერი, რასაც კი ახლოს მიეკარა. ამ კვირაში რადა ემზადება რიგგარეშე სესიისთვის, თუმცა კონკრეტული საკადრო საკითხი განსახილველი თემების პაკეტში არ დევს. კრავჩუკის განცხადებით, სააკაშვილის დანიშვნის საკითხს საკანონმდებლო ორგანოში ქვეყნის მეთაური გაუკეთებს ინიცირებას.  

 

 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ