დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

„ზელენსკი ცდილობს, ვიცე-პრემიერად სააკაშვილის გაძლიერებით დაუპირისპირდეს უკრაინაში ორ გავლენიან ფიგურას - ავაკოვსა და კოლომოისკის“ 23.04.2020 02:38

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის უკრაინის ვიცე-პრემიერად შესაძლო დანიშვნას დღის განმავლობაში ბევრი კომენტარი და შეფასება მოჰყვა. „ჯორჯიან თაიმსმა“ განმარტება სთხოვა პოლიტოლოგ დიმიტრი კოროტკოვს. - რატომ გააკეთა უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ ასეთი არჩევანი, როცა ერთი წლის წინ იგი აცხადებდა, რომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან დაკავშირებით, მას პოლიტიკური გეგმები არ გააჩნია და სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის დაბრუნება იყო წმინდა ადამიანური ნაბიჯი? - „ჯორჯიან თაიმსის“ ამ კითხვას დიმიტრი კოროტკოვი პასუხობს:

 

- უკრაინის პრეზიდენტის ამ გადაწყვეტილებას აქვს პოლიტიკური საფუძველი. სავარაუდოდ, ზელენსკი ცდილობს, ვიცე-პრემიერად სააკაშვილის პერსონის გაძლიერებით დაუპირისპირდეს უკრაინაში ორ გავლენიან ფიგურას, რომლებთანაც სააკაშვილის დაპირისპირება ყველასათვის ცნობილია. ეს ფიგურები არიან ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტი არსენ ავაკოვი და ისრაელში მცხოვრები გავლენიანი უკრაინელი ბიზნესმენი იგორ კოლომოისკი. ყოფილი გუბერნატორის კანდიდტურის გარშემო უკრაინის დუმაში აზრთა სხვადასხვაობაა და ეს ფაქტი სააკაშვილმა კარგად იცის. არ გამოვრიცხავ, რომ კენჭისყრაზე მის კანდიდატურას სწორედ ავაკოვის და კოლომოისკის მხარდამჭერი დეპუტატები დაუპირისპირდნენ. არც ის არის გამორიცხული, სიტუაციის გაანალიზების შემდეგ, თუ დარწმუნდება სააკაშვილი, რომ გამარჯვების მიღწევა არც ისე ადვილია, მოხსნას საკუთარი კანდიდატურა და თვითონ თქვას უარი ამ თანამდებობაზე.    

 

ვთქვათ, ყველაფერი მისთვის სასიკეთოდ წარიმართა, ვეჭვობ, სააკაშვილმა შეძლოს არსებითად რამის გაკეთება და მისი საქმიანობა ფიასკოსთვის იქნება განწირული. მან უნდა ჩაიბაროს ქვეყანაში რეფომების გატარების საკითხები. ტოტალურ რეფორმებს ჭირდება ერთიანი გუნდი და რეფორმატორისთვის ბევრი უფების დელეგირება. ამ მომენტისთვის სააკაშვილს არც გუნდი ეყოლება და არც დამატებით უფლებებს მიანიჭებს ვინმე. დღეს უკრაინაში რეალური ხელისუფლება რამდენიმე ჯგუფის ხელშია და რეალურ გადაწყვეტილებებსაც ისინი იღებენ. ერთ-ერთი მათ შორის არსენ ავაკოვია, რომელიც არა თუ უპირისპირდება ყოფილ გუბერნატორს, არამედ, პირადი მტრობაც აქვს. უპირველესად, ვინც რადაში მხარს დაუჭერს ყოფილ პრეზიდენტს, პარტია „ხმის“ ლიდერი სვიატოსლავ ვაკარჩუკია. 

 

შგახსენებთ, რომ ზელენსკის კოლომოისკისთან საეჭვო კავშირის ქონაში ადანაშაულებდნენ. ოლიგარქი უკრაინის ერთ-ერთ წამყვან ტელევიზიას "1+1" ფლობდა, რომელიც ზელენსკის კამპანიას მხარს უჭერდა. კოლომოისკის თაღლითობის ბრალდებით სამართლებრივი დავა ჰქონდა პოროშენკოს მთავრობასთან. მისი PrivatBank - ქვეყნის ყველაზე დიდი ბანკი, 2016 წელს სახელმწიფო დაქვემდებარებაში გადავიდა. ვარაუდობდნენ, რომ პრეზიდენტი ამ ქონებას უკან დაუბრუნებდა ოლიგარქს, რაც არ აღმოჩნდა რეალური. როგორც ამბობენ, დღემდე კოლომოისკი ამ ფაქტით არც თუ კმაყოფილია. 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ