დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6711

EUR 2.8453

ნიღბები ახდილია: საით მივყავართ კარანტინის წინააღმდეგ მიმართულ პროტესტს? 23.04.2020 11:52

უცხოურ მასმედიაში საქართველოს შესახებ დღეს, 23 აპრილს გამოქვეყნებული მასალებიდან უნდა აღინიშნოს რადიო „თავისუფლება//თავისუფალი ევროპის“ რუსულენოვანი სამსახურის „რადიო სვობოდა//ეხო კავკაზას“ («Радио Свобода//Эхо Кавказа») ეთერში ქართველი ექსპერტების - ეკონომისტ ალექსანდრე თვალჭრელიძისა და ფსიქოლოგ რამაზ საყვარელიძის საუბარი, რომელიც მარნეულის მუნიციპალიტეტში (რაიონში) ადგილობრივი ფერმერების მიერ მოწყობილ საპროტესტო აქციას შეეხო. როგორც ცნობილია, მარნეული და ქვემო ქართლის რეგიონი საქართველოში კორონავირუსის გავრცელების კერას წარმოადგენს და იქ საგანგებო და მკაცრი საკარანტინო წესებია გამოცხადებული.


გადაცემას სათაურით „ნიღბები ახდილია: საით მივყავართ კარანტინის წინააღმდეგ მიმართულ პროტესტს?“ უძღვებოდა ჟურნალისტი ნანა პლიევა. საუბრის დროს ქართველმა ექსპერტებმა აღნიშნეს, რომ ქვემო ქართლში მოსახლეობის მოთხოვნებს მთავრობამ მეტი ყურადღება უნდა დაუთმოს: პროდუქციის დისტრიბუცია რომ უკეთესად განხორციელებულიყო, მსგავსი პროტესტი არ მოხდებოდა. ყველა შემთხვევაში ეს არის სიგნალი, რომ ხელისუფლებამ უკეთესად უნდა იმუშაოს. ასევე იმედი გამოითქვა იმედი, რომ მთავრობის მიერ შემუშავებულ ანტიკრიზისულ პროგრამაში მსგავსი პრობლემების მოგვარების გზები გათვალისწინებული იქნება.


გადაცემაში საუბარი შეეხო აგრეთვე საქართველოში ვირუსის გავრცელებისა და მასთან ბრძოლის პერსპექტივას: ითქვა, რომ მარნეულში მომხდარ საპროტესტო აქციის დროს დიდი რაოდენობის მოსახლეობის ერთად შეკრება საკარანტინო წესების უხეში დარღვევაა, რასაც კორონავირუსის ხელახალი გავრცელება შეიძლება მოჰყვეს. ექსპერტებმა  ასევე ილაპარაკეს ვირუსთან ბრძოლის შვედურ მოდელზე, რომელიც პანდემიასთან წინააღმდეგობის პასიურ ფორმებს ითვალისწინებს. ქართველი ექსპერტების აზრით, საქართველოში შვედური მოდელი არ გამოდგება, რადგან ორ ქვეყნის მოსახლეობის მენტალიტეტსა და ეკონომიკებს შორის უდიდესი განსხვავებაა.


წყარო: https://www.ekhokavkaza.com/a/30570942.html

 

მოამზადა სიმონ კილაძემ

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ